როგორ გაუმარტივდათ 60+ ასაკის ადამიანებს წვდომა საბანკო პროდუქტებთან
ლიბერთი უკვე მრავალი წელია 60+ ასაკის ადამიანებს პენსიის დროული, სწრაფი და ხარისხიანი მიღებით უზრუნველყოფს. COVID-19-ით გამოწვეულმა რეალობამ კი, სადაც კომპანიის რეგულარული მომხმარებლები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, სრულიად ახალი გამოწვევები გააჩინა, რომლებთან გასამკლავებლად ლიბერთიმ სწრაფი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
მარტის ბოლოს ლიბერთი ბანკმა საკუთარი რესურსებით 100 მლნ ლარი გამოყო და აპრილის თვის პენსია ნაცვლად 14 რიცხვისა, წინასწარ ჩაერიცხათ პენსიონერებს. იმისათვის, რომ მომხმარებლის ნაკადის სერვისცენტრებში შემცირებულიყო, ლიბერთიმ შექმნა სპეციალური საიტი myliberty.ge, სადაც ნებისმიერ პენსიის მიმღებ პირს შეუძლია გადაამოწმოს კონკრეტული დღე და საათი, როდესაც შეუძლია ბანკომატიდან და სერვისცენტრებიდან ნაღდი ფულის გამოტანა.
პენსიონერი ადამიანებისთვის ხმის მისაწვდენად ლიბერთიმ წამოიწყო ციფრული კამპანია #დარჩისახლშიბებო / #დარჩისახლშიბაბუ, სადაც ბანკის თანამშრომლებთან და ახალგაზრდა მომხმარებლებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც მოუწოდებენ სხვებს, დაეხმარონ მათ გარშემომყოფ პენსიონერებს გრაფიკის გადამოწმებაში და რაც მთავარია, ნაღდი ფულის მოხმარების შემცირებაში.
კამპანიის მთავარი მესიჯებია, მოვარიდოთ 60+ ადამიანები მაღაზიებში ნაღდი ფულით გადახდას და ამის ნაცვლად, ვასწავლოთ მათ როგორ გამოიყენონ ბარათი. კამპანიაში უკვე ბევრი ცნობილი თუ არც ისე ცნობილი ადამიანი ჩაერთო და კამპანიამ გამოწვევის სახე მიიღო.
სახლში ყოფნის კიდევ უფრო მეტად გასამარტივებლად, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის ფეისბუქ გვერდზე ჩემი ლიბერთი უფროსი თაობის ადამიანებისთვის ცეკვის, იოგას, კომპიუტერის ონლაინ გაკვეთილები დაიწყო.
მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მარტის თვიდან მოყოლებული, ლიბერთის მომხმარებლები დისტანციური არხებით — ინტერნეტ ბანკით, მობაილ ბანკითა და სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისას კომუნალურ (ელექტროენერგია, წყალი, გაზი და დასუფთავება) გადასახადებს საკომისიოს გარეშე იხდიან.
ამასთან ერთად, სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად სოციალური ტიპის ძირითად ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა, მოქმედების ვადა მაისის ბოლომდე გაუხანგრძლივდათ. ხოლო იმ სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში, მარტში, აპრილში ან მაისში სრულდება, ბარათის მოქმედების ვადა ავტომატურად სამი თვით გაუგრძელდებათ.
ასევე ლიბერთიმ წამოიწყო ახალი პროექტი სოციალური ბარათის მფლობელთათვის. წამყვან სააფთიაქო ქსელებში: ავერსი, ფარმადეპო და პსპ, ბარათით გადახდისას ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ. კერძოდ, მომხმარებელს მინიმუმ 5 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენისას ნებისმიერი აფთიაქის სალაროდან 50 ლარამდე ოდენობით ნაღდი ფულის მიღების შესაძლებლობა ეძლევა.
ლიბერთი მხარდაჭერას უცხადებს არა მხოლოდ 60+ ადამიანებსა და სოციალური ბარათის მფლობელებს. სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, ბანკი აგრძელებს წლების წინ დაწყებულ საქმეს — ქვეყნის მასშტაბით არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში. ამას გარდა, შექმნილ ვითარებაში, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ბანკი მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფოს და 52-ვე ობიექტს პირველადი საჭიროების მედიკამენტსა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ინვენტარს უსასყიდლოდ გადასცემს.
მაშინ, როდესაც ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება და თანადგომა, ამ უჩვეულო და რთული პერიოდის მაქსიმალურად მცირე დანაკარგით გადასატანად, ლიბერთი აგრძელებს საზოგადოებაზე ზრუნვას და ამყარებს რწმენას, რომ არსებული რეალობის გადალახვა ერთად დგომითა და ერთმანეთის მხარდაჭერითაა შესაძლებელი.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები