ვისი შეგნების იმედზეც უნდა ვიყოთ, იმათ მთავრობის შეზღუდვები არ სჭირდებათ — ბოკერია
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ ეკლესიაში სიარულის თავშეკავებაზე მოქალაქეების იმედი აქვთ.
"ვისი შეგნების იმედზეც უნდა ვიყოთ, იმათ არ სჭირდებათ მთავრობის შეზღუდვები და პრემიერ მინისტრი. ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ, მათთვის ლეგიტიმური, ჩემთვის იუღებელი მრწამსით, რომ რელიგიური რიტუალის დროს ვირუსი არ გადადის, ვინც არ ემორჩილება, იქაა მთავრობა საჭირო", — აღნიშნა გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.
დღეს, 14 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ "გონიერი და ბრძენი მოქალაქე" უნდა მიხვდეს, რომ პასუხისმგებლობა ეკლესიას არ დააკისროს. მისივე თქმით, მოქალაქემ ეკლესია არჩევანის წინაშე არ უნდა დააყენოს.
საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების მიუხედავად მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მრევლის თანდასწრებით ღვთისმსახურებას მაინც აღავლენს. 12 აპრილს, ბზობას მოქალაქეების ნაწილი ეკლესიის მიერ დაპირებულ დისტანციას არ იცავდა და ხალხმრავლობაში ბზას ყიდულობდა.
როგორც ცნობილია, 19 აპრილს საპატრიარქო სააღდგომო ლიტურგიას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებს, თუმცა მრევლის როგორ დაესწრება ღვთისმსახურება, ჯერ უცნობია. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხვალ, 15 აპრილს გახდება ცნობილი.
14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისში, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის ერთ-ერთ სასულიერო პირს. ის კლინიკაში ოჯახის ორ წევრთან ერთადაა მოთავსებული.
პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, შესაბამისად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის კი სასულიერო პირებს სამი რეკომენდაცია სმს-თი გაუგზავნეს.
12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებში სააღდგომო ღვთისმსახურებას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებენ.
სამთავრობო გუნდი ისევ აცხადებს, რომ საკარანტინო შეზღუდვები ეხება ყველას და სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრებაც საკომენდანტო საათის დარღვევა იქნება, თუმცა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებისთვის ეკლესიაში არავინ დაუჯარიმებიათ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 296 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია 69, ხოლო გარდაცვლილი — 3.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები