ბასილ კობახიძე

15 Apr. 2020, 11:34

ხვალ უამრავი ხალხი შეიკრიბება ეკლესიებში, დიდი ხუთშაბათია. მედია დუმს ამაზე, თითქოს მხოლოდ აღდგომაზე იყოს შეკრება. მე ახლა ვარ საფრანგეთში. ერთი თვეა მკაცრი კარანტინია, სულ ოდნავი სიკეთე ეტყობა. უამრავი ხალხი დაიღუპა და იღუპება. აი ჩემგან, ტრასის იქით, არის მოხუცთა რეზიდენცია. კორონამდე მანდ ვმუშაობდი კარისკაცად, ყველას ვიცნობდი თითქმის და აღარ არიან ძალიან ბევრი. არ მინდა რომ ეს მოხდეს საქართველოში და რა ვქნა არ ვიცი. გახარიას კრიტიკა არ შეიძლებაო პატიოსანი ბიჭიაო, ამირან გამყრელიძის კრიტიკა არ შეიძლება უმაღლესი პროფესიონალი და ჩვენი ახლობელიაო, პატრიარქის არ შეიძლება, ჩვენი ღმერთიაო, მაშინ ჩემი დედაც ვატირე, ეს შეიძლება, მაგრამ საქმეს რითი წაადგება? ხალხმა უნდა გამოხატოს დიდი და ძლიერი მღელვარება სოციალური ქსელებით და დარეკვებით, ეს მღელვარება უნდა მივიდეს მთავრობამდე და ეკლესიამდე, რომ იმათ ნახონ რომ ძალიან ბევრი ადამიანია აღშფოთებული


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ