ვის არ ეხება საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების შემდეგ მიღებული შეზღუდვები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
დღეიდან, 15 აპრილის 21 საათიდან საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში გადაადგილება იზღუდება. ამ მუნიციპალიტეტებში სპეციალური გამშვები პუნქტები განთავსდება და ქალაქებში შესვლა-გამოსვლა 10 დღის განმავლობაში იქნება აკრძალული.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მუნიციპალიტეტებში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამავე მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებულები, თუმცა ისინი ტერიტორიას 10 დღის განმავლობაში ვეღარ დატოვებენ. ტერტორიის დატოვება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები, რომლებიც სხვაგან არიან რეგისტრირებულები.
გარდა ამისა, პრემიერის პრესსპიკერის თქმით, შეზღუდვები არ შეეხებათ:
- სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების გადაადგილებას მათი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე;
- საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
- ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გადაყვანას;
- ფულადი სახსრებისა, ძვირფასი ლითონების, ასევე, სხვა ფასეულობების ინკასაციას;
- ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მოწოდებისა და უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელ გადაადგილებას;
- სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გადაადგილებას;
- სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლას, რომელიც მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთანაა დაკავშირებული;
- ჟურნალისტურ საქმიანობას და მედიასაშუალებების წარმომადგენლების ამ მიზნით გადაადგილებას;
- სარიტუალო მომსახურების გამო გადაადგილებას (მიცვალებულთა გადასვენება ან დაკრძალვა);
- კერძო დაცვით საქმიანობას;
- იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომლების გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც საგანგებო მდგომარეობის დროს უკიდურესად მნიშვნელოვანია.
ამ გამონაკლისების გარდა, გადაადგილება შეეძლებათ მთავრობის დადგენილებით დაშვებულ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულ პირებს, რომლებიც ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში არიან. ასევე, ქალაქებში შესვლა და გამოსვლა ჰუმანიტარული მიზნებისთვის დასაშვები იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვისაც. გადაადგილების უფლება ექნებათ საქართველოში მოქმედ, საერთაშორისო აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ნებისმიერი გადაადგილების დროს, აუცილებელია, მოქალაქეებს თან ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 306 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 69, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4 990 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
-
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
კომენტარები