6 რჩევა, რომელიც ონლაინ მაღაზიის აწყობაში დაგეხმარებათ
მცირე ბიზნესი, რომელიც მომხმარებელს პროდუქტსა თუ სერვისს აწვდის, ბაზრის დიდი მოთამაშეებისგან განსხვავებით, კრიზისის დროს რთული გამოწვევების წინაშე დგება. ორი არჩევანია — შეაჩეროს საქმიანობა ან აუწყოს ფეხი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომხმარებლის სურვილებს.
მეორე არჩევანისას ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა საკუთარი ონლაინ მაღაზიის გახსნაა. მრავალი უპირატესობიდან მთავარი ისაა, რომ საკუთარი ონლაინ მაღაზიით აკონტროლებ მომხმარებლის გამოცდილებას და მათი საჭიროებების შესახებ სწრაფად იღებ ინფორმაციას.
თუმცა, დიდი თავისუფლების მიუხედავად, ხშირად არ ვიცით საიდან დავიწყოთ. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გაეცნობით ექვს რჩევას, როგორ შექმნათ ონლაინ მაღაზია, რომელიც, შესაძლოა, თავიდან ამაზონის მსგავსად ფარდულში წამოიწყოთ, მაგრამ მომავალში მსოფლიო მასშტაბებსაც კი გაწვდეთ.
1. შექმენი მარტივი ვებსაიტი
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რევოლუციურ პროდუქტს თუ გამორჩეულ მომსახურებას სთავაზობ შენს მომხმარებელს — თუკი ვებსაიტზე პროდუქტის არჩევიდან მის ყიდვამდე ლაბირინთებში სიარული გვიწევს, დროა ტაქტიკა (და ვებსაიტიც) შეცვალო.
ვებსაიტის შესაქმნელად ვებდიზაინერის სერვისი ან კოდირების ცოდნა დაგჭირდება, თუმცა, ეს ყოველთვის აუცილებელი არაა (ამაზე მომდევნო რჩევაში გაიგებ). მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, შენი ვებსაიტი იყოს მოქნილი და მომხმარებლებს შენ ნაცვლად "ესაუბრებოდეს".
გახსოვდეს, თანამედროვე სამყაროში ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე "კლიკზეა" დაყვანილი, ასე რომ, მარტივი ვებსაიტის შექმნა საუკეთესო არჩევანია.
2. შეიმუშავე დახვეწილი, დასამახსოვრებელი დიზაინი
ბრიტანელი მეცნიერების დასკვნაც კი არაა საჭირო იმისთვის, რომ ნივთის შეძენისას დიდ მნიშვნელობას სწორედ ვიზუალურ მხარეს ვანიჭებთ. ამიტომ, სიმარტივესთან ერთად მნიშვნელოვანია, შენი ონლაინ მაღაზია დახვეწილად გამოიყურებოდეს.
კარგი დიზაინის ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად სულაც არაა საჭირო ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ. გამზადებული ვებსაიტების შაბლონების გამოყენება და მათი შენი საჭიროებების მიხედვით გარდაქმნა ასეთ დროს კარგი გამოსავალია. სხვადასხვა პლატფორმაზე, როგორიცაა TemplateMonster, TonyTemplates თუ Apollotheme ბევრ დახვეწილ შაბლონს შეხვდები. ამით დროსაც დაზოგავ და ფინანსებსაც.
გახსოვდეს, მაღალი ხარისხის ფოტოებითა და მინიმალური ტექსტით მომხმარებლების ყურადღებას ადვილად მიიპყრობ.
3. მოყევი ბრენდის შესახებ
თუკი ვიზიტორი ვებსაიტზე "შენ შესახებ" გვერდს სტუმრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას შენი ბიზნესის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება სურს. სწორედ აქ უნდა დაამტკიცო, რომ შენი პროდუქტი ან სერვისი საუკეთესოა. ამისათვის ნათლად ჩამოაყალიბე ვინ ხარ, რას ქმნი და რას სთავაზობ მომხმარებლებს.
ამ გვერდზე, ისევე, როგორც მთლიანად ვებსაიტზე, შენი ბიზნესის საკონტაქტო ინფორმაცია ადვილად საპოვნელი უნდა იყოს. არ დაგავიწყდეს, მიუთითო ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და შენი სოციალური ქსელების მისამართები.
გახსოვდეს, სჯობს გვერდი "შენ შესახებ" არ იყოს გადატვირთული უსარგებლო ინფორმაციით — იყავი ლაკონიური.
4. შეინარჩუნე მომხმარებლებთან კომუნიკაცია
მომხმარებლებს პროდუქტის შეძენამდე კონსულტაციისთვის ან შეკვეთის შემდეგ ხარვეზების შემთხვევაში შენთან სწრაფად დაკავშირება უნდა შეეძლოთ. ეს ერთგული, მუდმივი კლიენტების შეძენაში დაგეხმარება.
მეტი ეფექტურობისთვის, უზრუნველყავი, რომ შენს ვებსაიტზე შეკვეთის ყველა ნაბიჯზე იყოს კლიენტთა მომსახურების ხელსაწყოები — მათ შორის ყველაზე მოსახერხებელი 24-საათიანი ლაივ-ჩატი, ცხელი ხაზის ფუნქცია, ელექტრონული ფოსტა ან სხვა.
გარდა ამისა, მნიშნველოვანია, გამართული გქონდეს შეტყობინებების მიღების ფუნქცია და შეძლო სწრაფი უკუკავშირი. სასურველია, მომხმარებელს შეკვეთის დადების შემდეგ მისწერო მეილი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდო იმის შესახებ, თუ როდის და როგორ მიიღებს სასურველ პროდუქტს.
გახსოვდეს, მთავარია მოუსმინო მომხმარებელს და გაითვალისწინო მათი რჩევები.
5. შესთავაზე კომფორტული გადახდის სისტემა
გადახდების გარეშე ვერცერთი ონლაინ მაღაზია ფუნქციონირებს. აუცილებელია, რომ მრავალფეროვნებასთან ერთად, მომხმარებლებს უსაფრთხო გადახდის მეთოდი შესთავაზო. ამისთვის უნდა იპოვო სანდო სატრანზაქციო შუამავალი კომპანია.
გარდა ამისა, სასურველია თუ მომხმარებლებს ვებსაიტზე პირადი ანგარიშის შექმნის საშუალებას მისცემ, სადაც მათ, სურვილის მიხედვით, გადახდის ინფორმაციის შენახვაც შეეძლებათ.
გახსოვდეს, თუკი ვებსაიტზე გადახდის მეთოდების ფართო არჩევანი გაქვს, მეტი მომხმარებელი შეძლებს შენი პროდუქტის შეძენას ან სერვისით სარგებლობას.
6. მიაწოდე მეტი ინფორმაცია შენს პროდუქტზე
იმისათვის, რომ მომხმარებლები "რა შევუკვეთე-რა ჩამომივიდა" სიტუაციისგან დაიცვა, დეტალურად აღწერე შენი პროდუქტი, მახასიათებლები, ვიზუალური მხარე და სხვა. აუცილებელია, რომ ფოტოებზე ჩანდეს რეალური პროდუქტი, რომ მომხმარებელი შეძენის შემდეგ იმედგაცრუებული არ დარჩეს.
გარდა ამისა, შენს სანდოობას გაზრდის პროდუქტების შეფასებისა და რეიტინგების სისტემის დანერგვაც. ადამიანები, ვინც ონლაინ ვაჭრობენ, ვერ გხვდებიან პირისპირ, ვერ ხედავენ ან ეხებიან პროდუქტს რეალურად, ასე რომ, მათ ისღა დარჩენიათ, მომხმარებელთა შეფასებებს გაეცნონ.
საერთოდ არაა უხერხული, თუ კლიენტებს სთხოვ, ვებსაიტზე შეფასება დაგიტოვონ. ამისათვის შეგიძლია მათ მცირე ბიძგიც მისცე — მცირე ვაუჩერის ან ფასდაკლების სახით.
გახსოვდეს, მთავარია, თითოეულ პროდუქტს თან ახლდეს შეფასება და რეიტინგი. ეს მომხმარებლებს შეძენის პროცესს გაუადვილებს და შენს რეპუტაციაზეც კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს.
თუ ხარ ალდაგის მომხმარებელი ან გაქვს მაღაზია და საგანგებო მდგომარეობის გამო შენს ბიზნესს პრობლემა შეექმნა ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გაციფრულდე!
სპეციალურად შენთვის, ალდაგმა შექმნა ციფრული ტრანსფორმაციის ლაბორატორია, რომელიც უფასო დახმარებას გაგიწევს ონლაინ მაღაზიის შექმნის პროცესში.
მიიღე ალდაგის კონსულტანტებისგან პროფესიული რჩევა, გამოიყენე შესაძლებლობა და შექმენი ციფრული სივრცე შენი ბრენდისთვის.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები