დანიაში 11 წლამდე ბავშვები სკოლებს უბრუნდებიან
დანიაში 11 წლამდე ბავშვები სკოლებსა და ბაგა-ბაღებს უბრუნდებიან. ქვეყნის მთავრობა ევროპაში პირველია, რომელმაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.
პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი პირადად მიესალმა კოპენჰაგენის ერთ-ერთ სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს.
თუმცა ველბიუს რაიონის სკოლაში სტუმრობისას ფრედერიკსენმა ისიც თქვა, რომ მისთვის სრულიად გასაგებია, რატომ ამჯობინებს ზოგიერთი მშობელი, თავისი შვილები სახლში დატოვოს.
ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებით კი, გაუგებარია, რა სისტემით გადაწყდა, ვინ დაბრუნდება სკოლაში. ამასთან, თავად სკოლები გადაწყვეტენ, დაბრუნდნენ თუ არა სამსახურში თანამშრომლები, რომლებიც რისკ-ჯგუფში შედიან.
დანია ევროპის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სავალდებულო კარანტინის ზომები მიიღო და სკოლებში სასწავლო პროცესი 12 მარტს შეაჩერა.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადების გამოვლენის შემთხვევები ქვეყნის შიგნით ბევრი არაა, ექსპერტების თქმით, საკარანტინო ზომების შემსუბუქების სტრატეგია მაინც სარისკოა.
"ჩვენ ყველანი ცოტათი ვნერვიულობთ და მომავალშიც მკაცრად უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები", — განაცხადა ელისა რიმპლერმა, BUPL-ის, დანიის ბავშვთა და ახალგაზრდობის საგანმანათლებლო კავშირის წარმომადგენელმა, — "დღის განმავლობაში ხშირად უნდა ვიბანოთ ხელები. მიუხედავად იმისა, რომ ნიღბებს არ ვატარებთ, ფიზიკური დისტანციის დაცვაც უნდა გავაგრძელოთ, რაც რთული ამოცანაა".
დანიის ამ გადაწყვეტილებას დაემთხვა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გეგმის წარდგენა 27 წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შეზღუდვების ნელ-ნელა შემსუბუქების თაობაზე. თუმცა მან იქვე განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივი მოქმედების სიგნალი არ გახლდათ.
ფონ დერ ლაიენის გეგმით განისაზღვრა სავალდებულო პირობები COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის. მათ შორისაა ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვისგან დაზღვევა, მონიტორინგი და დაკვირვება. ამასთანავე, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა დასძინა, გაიმართება დონორების ონლაინკონფერენცია მთავრობებისა და ორგანიზაციებისათვის, რათა ვაქცინის ძიების პროცესის ფინანსურად უზრუნველყოფა მოხდეს.
ამ კვირაში დანიის გარდა სხვა ქვეყნებშიც დაიწყო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება:
- ავსტრიაში ათასობით პატარა მაღაზიის კარი სამშაბათს ისევ გაიღო;
- ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ დაწესებულებათა ნაწილის გაღების ხუთეტაპიანი განრიგი შეიმუშავა;
- ესპანეთში ორკვირიანი პაუზის შემდეგ სამსახურში დაბრუნების უფლება მისცეს არასასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროებში მომუშავეებს;
- იტალიის ზოგიერთ რეგიონში მოზარდებისთვის განკუთვნილი წიგნისა და ტანსაცმლის მაღაზიები ისევ გაიხსნა.
რა მოიმოქმედა დანიამ?
დანიაში ამ დროისათვის 299 გარდაცვალების და დაინფიცირების 6 681 შემთხვევაა დაფიქსირებული. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს უკანასკნელი მონაცემი რეალურად უფრო მაღალია.
საერთაშორისო ქება დაიმსახურა მთავრობის სწრაფმა მოქმედებამ — მათ COVID-19-ის ფართოდ გავრცელებამდე მიიღეს შეზღუდვები. ამის გამო ქვეყანას სამხრეთ კორეასაც ადარებენ.
ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის, SSI-ის ხელმძღვანელმა, ტიურა ტროვე კრაუზემ, განაცხადა, რომ დანიამ 12 მარტს გამოცხადებული კარანტინით მოახერხა, შეემცირებინა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც შიდა გავრცელებით დაინფიცირდებოდა: თუკი, ჩვეულებრივ, ერთი დაავადებული 2,6 სხვა ადამიანს აინფიცირებს, დანიაში ეს რიცხვი 0,6-ს უტოლდება.
კრაუზესვე თქმით, ეს წარმატება იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ ფიზიკურ დისტანცირებას, ჰიგიენის დაცვას და სხვა ისეთ ზომებს, როგორიც, მაგალითად, სახლიდან მუშაობაა, ნამდვილად მოაქვს შედეგი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, წინსვლა იმდენად დიდი და თვალშისაცემია, რომ ახლა იგი თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გზებს განიხილავს.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები