მრევლი კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა ტაძარში, დილის 6 საათზე კი მას დატოვებს — ჯაღმაიძე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს. როგორც ჯაღმაიძე ფიქრობს, ეს შეღავათიანი პირობაა, რათა მრევლი ღვთისმსახურებას დაესწროს.
"კანონის დაცვით, კომენდანტის საათის დაცვით, უსაფრთხოების წესების დაცვით, მოვახერხოთ მოწესრიგებულად მსახურებაზე დასწრება, ვიზეიმოთ დღესასწაული და არ მოვაკლოთ ჩვენს მცდელობას რომ ვზრუნავთ და არც ლოცვას, რომ ღმერთი შეგვეწიოს გულწრფელ მსახურებაში", — განაცხადა ჯაღმაიძემ.
როგორც ჯაღმაიძე ამბობს, დიდ ტაძრებში მოქალაქეებს შორის ორმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, ხოლო პატარა ტაძრებში მრევლი უნდა იყოს ეზოში. მისივე თქმით, თუ ზოგიერთ ტაძარს საშუალება აქვს, წირვა დილითაც უნდა შეასრულოს.
მთავრობის ინფორმაციით, დიდ ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია ორმეტრიანი დისტანციით ჩატარდება. მცირე ზომის ეკლესიებში კი მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ისაუბრა.
"ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები. ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს, მინიმუმ 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიებში უნდა იყვნენ მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები", — თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე ინფორმაციით, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის სახით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის დაცვას.
ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებს შეახსენა, რომ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება იკრძალება და ამისთვის 3 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.
"მოქალაქეებმა განუხრელად უნდა დაიცვან კანონით დადგენილი შეზღუდვები და საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე შეზღუდონ ყოველგვარი გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები", — თქვა მან.
ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მატულობს შიდა გავრცელების შემთხვევები, ფართოვდება კლასტერები და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა დაიცვას კანონი.
ბრიფინგის დასასრულს, პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა თქვა, რომ მთავრობის მოწოდებაა, მოქალაქეები დარჩნენ სახლში და არ დაარღვიონ კანონი.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
კომენტარები