შესაძლებელია, ყველაფერი ისე განვითარდეს, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი — ბოჭორიშვილის კლინიკა

ფოტო: formula
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუკი რეკომენდაციებს არ დაიცავენ და სახლში არ დარჩებიან, ადამიანური რესურსი და მარაგები აღარ ეყოფათ. მან ჟურნალისტებთან განმარტა, რომთუ ამ ტემპით წავიდა ზრდა ეს აღჭურვილობა, ალბათ, 10 დღის განმავლობაში ეყოფა, თუ ზრდის ტემპით წავიდა, "არაპროგნოზირებადია".
"ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოების პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია ეს ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ყველამ ვიფიქროთ იმაზე რომ არ გვეყოს არც მედპერსონალი, არც ადგილები, არც ეკიპირება და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. თუ ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ამ დროისთვის ვიქცევით ყველაფერი საბედნიეროდ გადაივლის გართულების გარეშე. ეს ყველაფერი არის ჩვენი, საზოგადოების ხელში".
16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი დაინფიცირდა და მათი რაოდენობა ჯამში 336 გახდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 74 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3, კარანტინის რეჟიმში 5 000 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 494 პაციენტი.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები