კომპანია სარაჯიშვილი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირთა დახმარების კამპანიაში ჩაერთო
კორონავირუსის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსუბუქებლად კომპანია სარაჯიშვილმა აქტიური კამპანია წამოიწყო.
ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კომპანია სარაჯიშვილმა გადაწყვიტა, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ მარტოხელა ხანდაზმულთა დახმარების პროგრამას შეუერთდეს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სარაჯიშვილმა 400 ოჯახს საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცა.
სარაჯიშვილი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მეღვინეობა გრანელს, რომელმაც კომპანიას გადასცა 400 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი. სადეზინფექციო ხსნარიც, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მარტოხელა მოხუცებს დაურიგდებათ.
გარდა ამისა, სარაჯიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია ანიკას პერსონალური კომპიუტერები გადასცა, რათა დღის ცენტრმა ფუნქციონირება შეუფერხებლად განაგრძოს.
"ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ასოციაცია ანიკას, რადგან მათ უმოკლეს დროში შეძლეს და შექმნილი მდგომარეობის გამო, წარმატებით დანერგეს დღის ცენტრის ონლაინ სერვისის მიწოდების პროგრამა და სრულად გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე", — აცხადებენ სარაჯიშვილში.
ასევე, კომპანია სარაჯიშვილმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში პანდემიის შედეგად გამოწვეული მდგომარეობის გამოსწორებაში თავისი წვლილი შეიტანოს და კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში (StopCOV ფონდი) 50 000 ლარი გადარიცხა.
კომპანია სარაჯიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და უსაფრთხოების ზომებს გამკაცრებულად იცავს:
- კორონავირუსის მასობრივად გავრცელების საშიშროების დღიდან კომპანიაში აქტიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები;
- კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლები სრულად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე;
- დროებით დაიხურა სარაჯიშვილის ბრენდ მაღაზია.
ამჟამად მუშაობს მხოლოდ ჩამოსხმის საამქრო. როგორც სარაჯიშვილში აცხადებენ, სამუშაოს მიმდინარეობის დროს დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია:
- ქარხნის მთელ ტერიტორიაზე გაკრულია საინფორმაციო დაფები.
- ტერიტორია სრულად აღჭურვილია სადეზინფექციო ხსნარებით და დეზო-ბარიერებით.
- დღის განმავლობაში ყველა ზედაპირი რამდენჯერმე მუშავდება სადენზინფექციო ხსნარით.
- ყოველდღიურად, სამუშაო დასრულების შემდეგ, სამუშაო ადგილებს ამუშავებენ სადეზინფექციო ხსნარით.
- არსებობს ჟურნალი, სადაც აღწერილია ყველა ადამიანი, ვინც შედის საწარმოში. შემოსვლა ხდება ღია სივრციდან, სადაც შესაბამისად აღჭურვილი თანამშრომელი თერმო-სკრინინგს ატარებს და ხელებს სადეზინფექციო ხსნარით უმუშავებს.
- თანამშრომლებთან ყოველდღე ტარდება ტრენინგები უსაფრთხო მუშაობის თემაზე.
- პერსონალი აღჭურვილია პირბადით, ფარებითა და ერთჯერადი ხელთათმანებით, რომელსაც იყენებენ ინსტრუქციის მიხედვით.
- თანამშრომლების ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს. ისინი დაყოფილები არიან სამუშაო ჯგუფების მიხედვით და ორ კვირაში ერთხელ იცვლებიან.
პირველი ქართული ღვინის ბრენდი სრულ მზადყოფნას აცხადებს, რათა ერთობლივი ძალებით ებრძოლოს პანდემიის შედეგებს.
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
კომენტარები