COVID-19-ით ინფიცირებულ დედას ბავშვის ძუძუთი კვება შეუძლია, თუ წესებს დაიცავს — NCDC
დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ დედას ბავშვის ძუძუთი კვება შეუძლია, თუ შესაბამის წესებს დაიცავს. როგორც ცენტრი განმარტავს, ქალის რძე შეიცავს მნიშვნელოვან ანტისხეულებს და ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც იცავს ახალშობილს სხვადასხვა რესპირაციული ინფექციებისგან.
რა საფრთხეს უქმნის ძუძუთი კვება ახალშობილებს, თუ დედას აქვს COVID-19?
NCDC-ის ინფორმაციით, დღეისათვის, ვირუსი, რომელიც იწვევს COVID-19-ს, არ არის გამოვლენილი ქალის რძეში. თუმცა, რადგან დაავადება ახალია, ეს მტკიცებულებები ემყარება შეზღუდულ კვლევებს. მკვლევარები კვლავ აგრძელებენ ინფორმაციის მოძიებას იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი და რა რისკებს უქმნის ის ჩვილებს, რომელთა დედები არიან ინფიცირებული.
ამ დროისთვის არსებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ იმ ქალების რძეში, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID ან/და სხვა კორონავირუსული ინფექცია, როგორიცაა მაგალითად, მწვავე რესპირაციული სინდრომი SARs-CoV, ვირუსი არ არის:
"ჩინეთში, უხანში ჩატარებულ კვლევაში, ექვსი პაციენტის, რომლებიც ორსულობის დროს დაინფიცირდნენ COVID-19-ით, რძის ნიმუშის (აღებული პირველი ლაქტაციის დროს) ტესტირების შედეგი ახალ კორონავირუსზე უარყოფითი იყო. თუმცა იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ ამ შედეგების სანდოობაში, საჭიროა გაცილებით მეტი ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება. ძირითადად, ვირუსის გადაცემის ყველაზე დიდი რისკი მოდის დაინფიცირებული დედის ზედა სასუნთქი გზებიდან. როგორც აქამდე მიღებული გამოცდილება გვიჩვენებს, დაავადება ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში მძიმედ არ მიმდინარეობს".
როგორ უნდა ვმართოთ რისკი?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამჟამინდელი რეკომენდაციით, COVID-19-ით ინფიცირებულ ქალებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ახალშობილების ძუძუთი კვება, მაგრამ მათ უნდა მიიღონ სიფრთხილის ზომები, მათ შორის:
- ბავშვის კვების დროს, აუცილებელია პირის ღრუს და ცხვირის დაფარვა ნიღბით;
- ხელების დაბანა საპნით და წყლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ბავშვთან შეხებამდე/კონტაქტამდე და მის შემდეგ;
- მუდმივად გაწმენდა და დეზინფექცია იმ ზედაპირების, რომელთანაც ჰქონდათ შეხება
იმ შემთხვევაში, თუ დედა COVID-19-ით ინფიცირებულია, მას თავისუფლად შეუძლია მჭიდრო კონტაქტი იქონიოს ჩვილთან, აიყვანოს ხელში, აჭამოს, ჰქონდეს სხეულებრივი კონტაქტი, იცხოვროს მასთან ერთად ერთ ოთახში. ჯანმო დედებს ურჩევს ჩვილები ძუძუთი გამოკვებონ პირველი 6 თვის განმავლობაში. ხოლო შემდგომ ძუძუთი კვების პარალელურად ბავშვებს მისცენ ჯანსაღი საკვები 2 წლამდე.
როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც დედა ძალიან ავადაა იმისთვის, რომ ჩვილი ძუძუთი გამოკვებოს?
თუ დედა COVID-19-ით მძიმედაა დაავადებული და უჭირს ძუძუთი კვება, უნდა გამოინახოს სხვა გზა. ჩვილს უნდა მიეწოდოს ხელოვნური საკვები ან დონორის რძე.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები