"ტურბომ" პანდემიასთან მებრძოლ კლინიკებს ავტომობილები სარგებლობაში გადასცა
"ტურბომ" საკუთარი ავტომობილები სარგებლობაში გადასცა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის პერსონალს. ყველა ავტომობილს ჩაუტარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები; გარდა ამისა, ავტომობილები უზრუნველყოფილია საწვავითა და ულიმიტო დაზღვევით.
"როგორც იცით, "ტურბო" ავტოლიზინგს სთავაზობს მომხმარებელს და, შესაბამისად, გვყავს ავტომობილები საკუთრებაშიც. ჩვენი მიზანია თავისუფალი გადაადგილება ყველასთვის მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ. თავისუფალი გადაადგილება კი, არსებული საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, პირველ რიგში, პანდემიასთან მებრძოლ გმირ ექიმებს ესაჭიროებათ. ამიტომ გვინდოდა, რომ მცირედით მაინც დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვინც ამ რთულ დროს დაუღალავად შრომობს და ზრუნავს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე", — აცხადებენ "ტურბოში".
"ტურბო" გირჩევთ, რომ პანდემიის პერიოდში, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მაქსიმალურად მოერიდოთ გარეთ გასვლას. თუმცა, თუ ავტომობილით გადაადგილების აუცილებლობა გექნებათ, გთავაზობთ რჩევებს, როგორ დავიცვათ თავი ამ დროს ისე, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ.
სასურველია, სურათზე მოცემული ადგილები, ავტომობილში ჩაჯდომისას, დაამუშაოთ ანტისეპტიკური ხელსახოცით ან სპირტით (60%-70%-იანი ხსნარით). ეს სწორედ ის ადგილებია, რომლებსაც ადამიანი ყველაზე ხშირად ეხება ხელით და, შესაბამისად, ყველაზე მეტი ბაქტერიაც აქ გროვდება.
ეცადეთ, რომ იმგზავროთ მარტომ და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, პერიოდულად გაანიავოთ ავტომობილი. დავიცვათ ერთმანეთი ვირუსისგან და გავუმარტივოთ შრომა ჩვენს ექიმებს! #დარჩისახლში
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები