ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები დაიკეტა

ფოტო: Georgian Journal
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ახალი შეზღუდვებით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები დაიკეტა. მთავრობის განცხადებით, აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.
ახალი შეზღუდვებით, აკრძალულია ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება, მათ შორის ტაქსითაც. ასევე, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება.
საქართველოში დაწესებულია კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი. აქამდე არსებული შეზღუდვებით, სავალდებულოა, სოციალური დისტანციის დაცვა, აკრძალულია 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება და 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გარეთ გასვლა. თუმცა, სახელმწიფო ამ წესებს არ ავრცელებს მართლმადიდებელ მრევლზე, რომელიც ეკლესიებში მაინც იკრიბება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 370 ადამიანი, მათ შორის გარდაცვლილია 3 ადამიანი, გამოჯანმრთელდა — 77. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3, კარანტინის რეჟიმში 5 079 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 558.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვანახეთ: NASA-ზონდმა უჩვეულო ფორმის ასტეროიდი ახლოდან გადაიღო ნახეთ: NASA-ზონდმა უჩვეულო ფორმის ასტეროიდი ახლოდან გადაიღო
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები