Extra.ge მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს — "გადამიდეთ"
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Extra.ge მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს.
იმ რეალობაში, როდესაც გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, სხვადასხვა შეზღუდვიდან გამომდინარე, ბიზნესები ვერ ახერხებენ მომხმარებლისთვის საჭირო პროდუქტის გაყიდვასა და მიწოდებას, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელმისაწვდომობის აღდგენა. ამ მიზნით, Extra.ge-მ შეიმუშავა სერვისი "გადამიდეთ", რომელიც მომხმარებელს სთავაზობს წინასწარ შეიძინოს პროდუქტი, სპეციალური ფასდაკლებითა და უკეთესი პირობებით. "გადამიდეთ" გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თადარიგი დაიჭირონ და იმ პროდუქტებზე, რომელიც სჭირდებათ ან უახლოეს მომავალში დასჭირდებათ, მაგრამ შესაძლოა მარაგში არ აღმოჩნდეს.
ბიზნესისთვის ახალი პროდუქტი არის შესაძლებლობა, გააგრძელონ ოპერირება და არსებული მარაგიდან, მოახდინონ ისეთი პროდუქტების რეალიზებაც, რომლის მიწოდებაზეც ამ ეტაპზე შეზღუდვა ვრცელდება.
იმისათვის, რომ მომხმარებელმა მარტივად ისარგებლოს ამ სერვისით, საჭიროა შეარჩიოს სასურველი ნივთი www.extra.g-ზე, რომელსაც აქვს სპეციალური მონიშვნა — "გადამიდეთ", გადაიხადოს ფასდაკლებული თანხა და ის იქნება პირველი, ვინც შეძენილ პროდუქტს შეზღუდვის მოხსნისთანავე, ადგილზე მიიღებს.
"მოცემულ სიტუაციაში, როდესაც სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბიზნესები ვერ ახერხებენ საკუთარი პროდუქტების მიწოდებას მომხმარებლისთვის, შევიმუშავეთ სერვისი — "გადამიდეთ" — რომლის მეშვეობითაც, ერთი მხრივ, მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას, წინასწარ შეიძინონ პროდუქტი სპეციალური ფასდაკლებითა და უკეთესი პირობებით, მეორე მხრივ კი ვეხმარებით ბიზნესებს, გააგრძელონ ეკონომიკური საქმიანობა და მოახდინონ ისეთი პროდუქტების რეალიზება, რომლის მიწოდებაზეც ამ ეტაპზე ვრცელდება შეზღუდვა. ამ პროდუქტის მიწოდებას კი ექსტრა უზრუნველყოფს, როგორც კი მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნება", — განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ბუაძემ.
მომხმარებლისთვის მსგავსი შეთავაზება სპეციალური ფასდაკლების მიღების გარდა არის შანსი, ხელი შეუწყოს კონკრეტული ბიზნესის და საბოლოო ჯამში კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები