მთავრობასთან გაირკვა, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა არ გვეხება — საპატრიარქო

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობის აკრძალვის მიუხედავად, სასულიერო პირებს, მგალობლებსა და სტიქაროსნებს გადაადგილების პრობლემა არ ექნებათ.
"აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის", — წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მოსახლეობაში, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორის.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ახალი შეზღუდვებით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები დაიკეტა. ახალი შეზღუდვებით, აკრძალულია ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება, მათ შორის ტაქსითაც. ასევე, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება.
- გაიგეთ მეტი: ახალი შეზღუდვები: იკრძალება თუ არა ტაქსი, როგორ უნდა მიხვიდეთ საავადმყოფოში და სად უნდა ატაროთ პირბადე
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 77 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 3. კარანტინის რეჟიმში 5 079 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 558 პაციენტი.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები