ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ მომდევნო კვირიდან სახელმწიფო ონლაინვაჭრობის კომპანიებს შეამოწმებს, ხოლო ამუშავებას ისინი საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეძლებენ. მინისტრმა განმარტა, რომ ეს დრო სჭირდებათ, რათა შეამზადონ ეს სექტორი ასამოქმედებლად:

"ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნეს სექტორებს შორის, იმ მომენტისთვის როცა დავიწყებთ ეკონომიკის ამოქმედებას იქნება ონლაინვაჭრობა. შემდეგ კვირაში პრიორიტეტულად დავიწყებთ ონლაინვაჭრობის კომპანიების შემოწმებას.

ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ბიზნესი ვერც სხვა სექტორები ვერ განაახლებენ მუშაობას.