17 აპრილის შეჯამება: სასულიერო პირები მანქანითა და პირბადის გარეშე, მრევლი — პირიქით
17 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 2 235 370;
- გარდაცვლილი — 153 818;
- გამოჯანმრთელებული — 569 937.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 370;
- გამოჯანმრთელებული —79;
- გარდაცვლილი — 3;
- კარანტინის რეჟიმში — 5053;
- სტაციონარში — 527;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი: უხანში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე თავდაპირველად სტატისტიკაში ეწერა
ჩინეთის ქალაქი უხანი, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, აცხადებს, რომ ინფექციით გარდაცვლილთან მონაცემები დააზუსტეს და აღმოჩნდა, რომ COVID-19-ის შედეგად ქალაქში 1 290-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ უხანში 3 869 ადამიანი გარდაიცვალა, კონტინენტურ ჩინეთში კი სულ — 4 636.
ამასთან, რიცხვების დაზუსტების შემდეგ უხანში ინფიცირებულების რიცხვი 325-ით გაიზარდა და სულ 50 333 შეადგინა. ჯამში ჩინეთში ინფიცირების 83 753 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დღის ფოტო: თბილისი მსუბუქი ავტომობილების გადააადგილების შეზღუდვის შემდეგ
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიოში
არაბეთის სულიერმა ლიდერმა მუსლიმებს სთხოვა, რამადანზე სახლში ილოცონ
მუსლიმთა მთავარი სალოცავები მექა და მედინა, შესაძლოა, რამადანზე ცარიელი იყოს, რადგან მორწმუნეებს ხელისუფლებამ და სულიერმა ლიდერმა სახლში დარჩენა სთხოვეს.
საუდის არაბეთის უმაღლესმა სასულიერო პირმა სთხოვა, რომ სახლში ილოცონ და თავიდან აირიდონ სალოცავებთან ხალხმრავალი შეკრება.
რა ხდება მსოფლიოში
- მსოფლიოში გარდაცვლილთა რაოდენობამ 150 000-ს გადააჭარბა;
- ბრიტანეთის კლინიკებში სამედიცინო აღჭურვილობის კრიტიკული დეფიციტია;
- იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ ნელი ტემპით იზრდება;
- ესპანეთი აპირებს კარანტინის შეზღუდვები ორ ეტაპად, ზაფხულსა და წლის ბოლოს მოხსნას;
- ჯასტინ ტრუდოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია თანახმაა, რომ საზღვრები ახლო მომავალში არ გახსნან;
- აშშ-ში USS Theodore Roosevelt-ის 660 მეზღვაურს კორონავირუსი დაუდასტურდა;
- ევროპოლი აფრთხილებს ქვეყნებს, რომ მოერიდონ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ყალბ წამლებსა და სამედიცინო აღჭურვილობას ყიდიან;
- აშშ-ში სკოლები, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისიდან გაიხსნება;
- მხოლოდ ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 7 890-ა;
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
მთავრობასთან გაირკვა, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა არ გვეხება — საპატრიარქო
დღეს საპატრიარქომ საზოგადოებას აცნობა, რომ მთავრობას მანქანით გადაადგილებით~ აკრძალვის შეზღუდვა მათთან არ ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ ეს საკითხი გაარკვიეს და მათ, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, ამის უფლება აქვთ.
რა ხდება საქართველოში
დღეს 12 საათიდან ქვეყანაში სასულიერო პირებისა და სპეციალური საშვის მქონე პირების გარდა, ავტომობილით გადაადგილება ყველასთვის აიკრძალა. თბილისის მოსახლეობამ ალტერნატივა ველოსიპედებში იპოვა, რომელიც მოპედთან და მოტოციკლთან ერთად, დაშვებული ტრანსპორტია.
დღის თემად ისევ ეკლესია რჩებოდა, ოღონდ ამჯერად ექიმებთან ღია დაპირისპირებაში. კერძოდ, მეუფე იაკობი NCDC-ის ხელმძღვანელებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა იმის გამო, რომ ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ, პასუხად კი შენიშვნა მიიღო იმაზე, რომ ასაკოვან ხალხთან მორიდებით ილაპარაკოს.
იაკობისგან განსხვავებით, ექიმების მსგავსად, ზოგიერთმა სასულიერო პირმა უფრო აქტიურად დაიწყო საუბარი სახლში დარჩენის აუცილებლობაზე:
- დეკანოზი: ბზობაზე ბევრი ხალხი მოვიდა, სიტუაციას ვერ ვმართავდი, ამიტომ სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლი არ იქნება
- გთხოვთ, დარჩით სახლებში აღდგომასაც! — ეპისკოპოსი მელქისედეკი
- დეკანოზი დავით ჭანტურია: დარჩი და ილოცე სახლში! შემოუერთდი Live-ს!
ამ მოწოდებას პრეზიდენტიც შეუერთდა და მრევლს შეახსენა, რომ კანონი ყველასთვის ერთია და პრივილეგიები არავის აქვს, ამიტომ აღდგომას სახლში უნდა დარჩნენ.
- კანონმა, როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია — ზურაბიშვილი
- ზურაბიშვილი: დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებასა და სახლში დარჩენაზე
- სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა დაიცვეს კანონი თავის დიდ დღესასწაულებზე, მადლობა მათ — ზურაბიშვილი
აღსანიშნია ისიც, რომ დღეიდან მოქალაქეებს კიდევ ერთი ვალდებულება დაემატათ: ატარონ პირბადე ნებისმიერ დახურულ სივრცეში. მათ შორის, მაღაზიასა და აფთიაქებში.
აფთიაქებში პირბადეების ამოწურვის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობა ამ წესს ასრულებდა, სასულიერო პირებმა ეს შეზღუდვაც არ მოირგეს თავზე და მეუფე დანიელი ამტკიცებდა, მღვდლებისთვის პირბადის ტარება გათვალისწინებული არაა, რადგან "უფალთან აქვთ უშუალო კავშირი".
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 167 პირი დააჯარიმეს
- ქართველი ცოლ-ქმარი ხელოვნურ ინტელექტს COVID-19-ის გამოვლენას ასწავლის
- ქარელში ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა განაახლეს
- მედიცინის ინსტიტუტში ინფიცირებულია 2 ექიმი, 5 ექთანი და 2 მოქალაქე, კლინიკა იხურება
- საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო 152 კომპანია დააჯარიმეს, ჯარიმების საერთო ღირებულება 1 137 000 ლარია
დღის სასარგებლო ინფორმაცია
მოუსმინეთ ქართველ ექიმებს, რომლებიც სახლში დარჩენას გთხოვენ, რადგან, დღეს ყველაზე სასარგებლო რჩევა სწორედ ეს არის.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- მილიონობით უმუშევარი აშშ-ში და საქართველო ეპიდემიის პიკის ზღვარზე — 16 აპრილის შეჯამება
- მთავრობასთან შეთანხმებული სააღდგომო წირვა და 2 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში — 15 აპრილის შეჯამებ
- ინფიცირებული სასულიერო პირი და გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა — 14 აპრილის შეჯამება
- მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინი და მოახლოებული აღდგომა — 13 აპრილის შეჯამება
- რომის პაპი მრევლის გარეშე და ილია მეორე ხალხმრავლობაში — 12 აპრილის შეჯამება
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
კომენტარები