რა აქვთ საერთო კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებულ ქვეყნებს? — ქალი ლიდერები
კრიზისულ სიტუაციაში ჭეშმარიტი ლიდერობის მაგალითებს ეძებთ? იქნება ეს ისლანდია თუ ტაივანი, გერმანია თუ ახალი ზელანდია — ქალები ასპარეზზე გამოდიან, რათა მსოფლიოს აჩვენონ, როგორ უნდა იმართოს საკაცობრიო დონის ქაოსური სიტუაციები. აგრეთვე ფინეთში, ისლანდიასა და დანიაშიც ამ პანდემიამ გამოავლინა, რომ ქალებს ის უნარ-ჩვევები აქვთ, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროა სამთავრობო დონეზე კრიტიკული მომენტებისას.
ბევრმა შეიძლება თქვას, ეს სახელმწიფოები ვირუსს წარმატებით იმიტომ უმკლავდებიან, რომ ან პატარა ქვეყნები არიან, ან კუნძულები, ან სხვა რამ გამონაკლის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. თუმცა გერმანია დიდი და ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, გაერთიანებული სამეფო კი კუნძულია და იქ სულ სხვა შედეგებს ვხედავთ.
ფაქტია, რომ ეს ქალი ლიდერები სახელმწიფოთა მართვის მომხიბვლელ, განსხვავებულ გზას გვაჩვენებენ.
და მაინც, რა არის ის, რასაც ეს მმართველები გვასწავლიან?
გულწრფელობა
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაავადების გავრცელების ადრეულ ეტაპზევე თანამემამულეებს მშვიდად აუწყა, რომ საქმე ისეთ სერიოზულ ვირუსთან ჰქონდათ, რომელიც მოსახლეობის 70 პროცენტამდე ნაწილს დააინფიცირებდა. "ეს სერიოზულია", — განაცხადა მან, — "თქვენც სერიოზულად მიუდექით". და როგორც ის, ასევე მისი ქვეყნის მოსახლეობაც ნამდვილად სერიოზულად მიუდგა ამ პრობლემას. ტესტირება დაუყოვნებლივ დაიწყო. ამდენად, გერმანიამ უარყოფის, სიბრაზის და თავის მოკატუნების ის ეტაპები გამოტოვა, რომლებსაც სხვა ბევრი ქვეყანა ვერ გადაურჩა. გერმანიაში დაავადებასთან დაკავშირებული მაჩვენებლები დიდად ჩამორჩება მისი ევროპელი მეზობლების მონაცემებს და სიტუაცია იმდენად უმჯობესდება, რომ, სავარაუდოდ, შეზღუდვების შემსუბუქებაც მალევე დაიწყება.
სიმტკიცე
ერთ-ერთი ყველაზე პირველი და სწრაფი რეაგირება სიტუაციაზე ტაივანის ლიდერს, ცაი ინ-ვენს ჰქონდა. ჯერ კიდევ იანვარში, როცა ახალი დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ინ-ვენმა 124 წესი და შეზღუდვა შემოიღო, რათა აერიდებინა ვირუსის ფართოდ გავრცელება საყოველთაო კარანტინის გარეშე, რომლის გამოცხადებაც ბევრ სხვა ქვეყანაში გახდა საჭირო. ტაივანი აშშ-სა და ევროპისთვის 10 მილიონი სამედიცინო ნიღბის გაგზავნასაც გეგმავს. ინ-ვენის რეაგირება კრიზისულ სიტუაციაზე, CNN-ის შეფასებით, "მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო". მან მოახერხა, ეპიდემია კონტროლის ქვეშ მოექცია, რის შედეგადაც ქვეყანაში ამ დრომდე მხოლოდ ექვსი გარდაცვალების ფაქტია დაფიქსირებული.
ახალი ზელანდიის ლიდერმა, ჯესინდა არდერნმა, კარანტინი ქვეყანაში ადრეულ ეტაპზევე გამოაცხადა. მან დაუფარავად დაიწყო განგაშის ზარის რეკვა და იმის ახსნაც, რატომ იყო ეს საჭირო. არდერნმა ხალხს თვითიზოლაციაში დარჩენისკენ ჯერ კიდევ მაშინ მოუწოდა, როცა ქვეყანაში დაავადების მხოლოდ ექვსი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მალევე კი მან უცხოელების ჩამოსვლა საერთოდ აკრძალა. ეს მტკიცე ნაბიჯები ახლა ახალ ზელანდიას დაავადების ქარიშხლისგან იფარავს. აპრილის შუა რიცხვების მონაცემებით, ქვეყანაში გარდაცვალების მხოლოდ 11 შემთხვევა ფიქსირდება და მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში შეზღუდვების გამკაცრებასა და მომატებაზე საუბრობენ, არდერნი მათ შემსუბუქებას აპირებს. ამასთან, სამშობლოში დაბრუნებულ ახალზელანდიელებს 14 დღით კვლავ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ათავსებენ კარანტინში.
ტექნოლოგიური მზადყოფნა
ისლანდიაში, რომლის ლიდერი პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოტირია, მოქალაქეებს ახალ კორონავირუსზე უფასო ტესტირებას სთავაზობენ. ამის შედეგად, ქვეყანა მალე COVID-19-ის გავრცელების რეალური ტემპის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის დასადგენად უმნიშვნელოვანეს მონაცემებს წარუდგენს მსოფლიოს. უმეტეს ქვეყნებში ტესტების რაოდენობა შეზღუდულია და მათ მხოლოდ იმ ადამიანებზე იყენებენ, ვისაც მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვთ, ისლანდიაში კი მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს და ტესტირების გავლა ყველას შეუძლია. ქვეყნის მოსახლეობის პროპორციული მაჩვენებლით, ისლანდიაში ხუთჯერ მეტმა ადამიანმა გაიარა ტესტირება, ვიდრე სამხრეთ კორეაში. დაავადების შემთხვევათა მსგავსი კონტროლი სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, არ გამოაცხადოს კარანტინი ან არ დახუროს სკოლები.
ფინელი სანა მარინი გასული წლის დეკემბერში მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური გახდა. კორონავირუსთან საბრძოლველად მილენიალმა ლიდერმა გადაწყვიტა, სოციალურ მედიაში პოპულარული ხალხი გამოეყენებინა. იმის გათვალისწინებით, რომ პრესას დღეისთვის ბევრი არ ეცნობა, ფინეთის მთავრობა იწვევს ნებისმიერი ასაკის ეგრეთ წოდებულ ინფლუენსერს, რომელიც პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ საჭირო და გადამოწმებულ ინფორმაციას გაავრცელებს.
სიყვარული
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, ერნა სულბერგი, გამოვიდა ინოვაციური ინიციატივით, ტელევიზორის ეკრანებიდან გასაუბრებოდა საკუთარი ქვეყნის ბავშვებს. მან ეს შეხვედრა დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის სამწუთიანი პრეს-კონფერენციის კვალდაკვალ ჩაატარა. სულბერგმა პრეს-კონფერენცია, რომელზეც უფროსები არ დაიშვებოდნენ, მხოლოდ ბავშვებს მიუძღვნა. მან უპასუხა მოზარდების კითხვებს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა მხარიდან იყო გამოგზავნილი. პრემიერ-მინისტრმა იმის ასახსნელადაც გამონახა დრო, თუ რატომ არის ნორმალური, გვეშინოდეს.
ამ იდეის ორიგინალურობა და სიცხადე ნამდვილად საინტერესო და გულის ამაჩუყებელია. ეს კი აჩენს კითხვას, კიდევ რამდენ უბრალო, თუმცა კეთილშობილურ ინოვაციას შემოგვთავაზებენ ქალი ლიდერები?
ზოგადად, მათ მიერ გამოხატული ემპათია და მზრუნველობა პარალელური სამყაროსთვის დამახასიათებელ რეალობას უფრო ჰგავს, ვიდრე იმ მსოფლიოს ყოველდღიურობას, რომელში ცხოვრებასაც შევეჩვიეთ. ისინი თითქოს თავიანთი ვიდეოებიდან იწვდიან ჩვენკენ ხელებს, რათა გულწრფელად და სიყვარულით ჩაგვიკრან გულში. ვინ იფიქრებდა, რომ ლიდერებს ასე მოქცევა შეეძლოთ? თურმე, შეძლებიათ.
ახლა შეადარეთ ამ ლიდერების ისტორიები ძალაუფლების მფლობელი კაცების მოქმედებებს, რომლებიც ავტორიტარიზმის მოპოვებასა თუ განმტკიცებას უფრო ემსახურება, ვიდრე ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვას: სხვების დადანაშაულება, სასამართლოზე ზემოქმედება, ჟურნალისტების დემონიზება და თავიანთი ქვეყნების ბნელ "მე არასდროს გადავდგები" რიტორიკაში გახვევა (გავიხსენოთ თუნდაც ტრამპი, ბოლსონარუ, ობრადორი, მოდი, დუტერტე, ორბანი, პუტინი, ნეთანიაჰუ და სხვა მრავალი).
წლების განმავლობაში არაერთი ისეთი კვლევა ჩატარებულა, რომელთა შედეგებიც მორიდებით მიუთითებს, რომ ქალების ლიდერული უნარები და მართვის სტილი, შესაძლოა, განსხვავებული და სარგებლის მომტანი იყოს. იმის ნაცვლად, რომ ამ მონაცემებს ყური ვუგდოთ, ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია და კომპანია პირიქით, ქალებს მოუწოდებს, რომ თუკი ლიდერობა და წარმატების მიღწევა სურთ, კაცებივით მოიქცნენ. ამ აზრის საპირისპიროდ, ზემოთ ჩამოთვლილი ქალი მმართველების შემთხვევები ლიდერობის იმ თვისებათა თვალსაჩინო მაგალითებია, რომლებიც კაცებმა უნდა ისწავლონ ქალებისგან.
დროა, ქალების მიღწევები და პოტენციალი ვაღიაროთ — შესაბამისად, მეტად ვანდოთ მათ ლიდერობის სადავეები.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები