თეოდორე გიგნაძე

18 Apr. 2020, 12:20

ნახეთ, როგორ დადგა საკითხი: არა აქვს ამას მნიშვნელობა, ვისგანაა, რომ აქცენტი ჩვენზე გააკეთეს. ჩვენი ბრალია, ეშმაკის თუ ქრისტეს მტრების, მაგრამ ფაქტი ფაქტია — მთელი ყურადღება ეკლესიის გარეთ მყოფი საზოგადოებისა გამახვილებულია ჩვენზე და ისინი გაფაქიზებით გვიყურებენ, რას ვაკეთებთ: ვზრუნავთ მათზე, თუ არ გვედარდება მათი გულისტკივილი; ხელებს ვშლით და ვეუბნებით — ჩვენ ერთნი ვართ და ერთად გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო და ამით ჩვენს თავს და მათაც მივცეთ ქრისტეს დანახვის შესაძლებლობა, თუ ვიკეტებით, უღმერთოებს ვუწოდებთ მათ და ვაბრკოლებთ — ქრისტეს აღდგომის სიტყვათა წყობა რაღაც საშიშ და საძულველ გრძნობად გადავუქციეთ.

ამიტომ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, გველის სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ მტრედის უმანკოებასთან ერთად, ვიზრუნოთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე — ჩვენ ვეზიარებით და რა გვენაღვლება სხვა, არამედ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ხვალ ჩვენი დედა ეკლესიის შვილი უნდა გახდეს. ჩვენს სამშობლოს სხვანაირად ერთობა და გადარჩენა არ უწერია. ეს არის ჩვენი გზა, ეს არის ჩვენი ხვედრი, ისტორიული გზა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  2. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
  3. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
  4. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  5. 38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც

კანონი ფიზიკურ პირებზე გაავრცელა პარლამენტმა. თუმცა იქამდე უმრავლესობა გვარწმუნებდა, რომ ის მარტო ორგანიზაციებს…