სოციალური ქსელი Facebook დიდი ხანია, რაც მომხმარებლებს ემოჯიების დახმარებით გრძნობების გამოხატვაში ეხმარება. ახლა კი ფეისბუქსა და მესენჯერს კიდევ ერთი, "ზრუნვის" რეაქცია დაემატება, რომელზეც გულთან ჩახუტებული მომღიმარი სახეა ასახული.

ახალი რეაქციის ემოჯი ფეისბუქზე მომდევნო კვირაში გამოჩნდება და მის გამოყენებას სხვა სტანდარტულ რეაქციის ღილაკებთან ერთად შეძლებთ. ამის პარალელურად Messenger-ს ახალი, მოიისფრო ანიმირებული გულისცემის ემოჯი დაეხატება.

მის გამოყენებას მომხმარებლები ჩვეულებრივი გულის ემოჯიზე ხანგრძლივი დაჭერით შეძლებენ.

ეს მიცრე დანამატები Facebook-ის სხვა, უფრო მასშტაბური აქტივობის პარალელურად განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ კომპანია თქვენს News Feed-ზე ანტიდეზინფორმაციულ მესიჯებს განათავსებს, რომელიც COVID-19-ზე გაზიარებულ ყალბ ინფორმაციის შესახებ გამცნობთ.

აღსანიშნავია, რომ პანდემიით გამოწვეული მასობრივი თვითიზოლაციის პრაქტიკის გამო, Facebook-ს რეგულარულად ახლა ბევრად მეტი ადამიანი მოიხმარს.

ამის მიუხედავად, ეკონომიკური წნეხი სოციალურ ქსელსაც შეეხო. კომპანიაში ამბობენ, რომ საიტზე ნაკლები ელექტრონული რეკლამები თავსდება.