ვინც ეკლესიაში მივიდნენ, თუ თვითიზოლაციაში გაჩერდებიან, საფრთხეს ნულამდე დაიყვანენ — თენგიზ ცერცვაძე

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ის პირები, ვინც მოწოდებების მიუხედავად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ, თუ თვითიზოლაციაში იქნებიან, საფრთხეს ნულამდე დაიყვანენ.
"ამ პირებმა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების მოწოდებები და მაინც მივიდნენ ეკლესიაში, არ მგონია, რომ ახლა, მათ ჩემი რეკომენდაცია გაითვალისწინონ და თვითიზოლაციაში წავიდნენ. ისე, რა თქმა უნდა, თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანენ იმ საფრთხეს, რომელიც, შესაძლოა, მათ შეექმნათ ღამის განმავლობაში", — განაცხადა ცერცვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სპეციალისტების რეკომენდაციების მიუხედავად, საპატრიარქომ უარი თქვა მთავარი რეკომენდაციის შესრულებაზე და მრევლს სახლში დარჩენისკენ არ მოუწოდა, არც ეკლესიები დაკეტა დროებით. პირიქით, საქართველოს მთავრობა და ეკლესია შეთანხმდნენ, რომ აღდგომის ლიტურგიას მრევლიც დაესწრო.
- რა თქვა პატრიარქმა კორონავირუსზე სააღდგომო ეპისტოლეში
- პატრიარქი მრევლს ეუბნება, რომ აღდგომის დღესასწაულზე კორონავირუსის განსაცდელი "უფერულდება"
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 394 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86, ხოლო გარდაიცვალა 4 ადამიანი.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები