ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი წერს, რომ კორონავურისის კრიზისი საზღვრებზე თანამშრომლობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

მისი თქმით, ნატო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში გააგრძელებს.

"როდესაც ქართველები აღდგომას აღნიშნავენ საგანგებო ვითარებაში, კოვიდ კრიზისი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის თანამშრომლობას საზღვრებზე. ეს ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ ვითარებას კიდევ უფრო სამწუხაროს ხდის", — წერს აპატურაი.