მაისში სტოკჰოლმმა შესაძლოა ჯოგურ იმუნიტეტს მიაღწიოს. ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph შვედეთის მთავარ ეპიდემიოლოგ, ანდერს ტეგნელზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ტეგნელმა განაცხადა, სტოკჰოლმში უკვე იმდენ ადამიანს აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი, რომ დაავადების გავრცელება ნელდება.

"ჩვენ ისევ იმ დონეზე ვართ, სადაც რამდენიმე კვირის წინ ვიყავით. აღდგომის კვირამდე იყო ერთგვარი პიკი, ახლა კი ერთგვარი დაღმასვლა გვაქვს", — განაცხადა ტეგნელმა.

როგორც ცნობილია, შვედეთმა პანდემიასთან საბრძოლველად ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებული გზა აირჩია. მაშინ, როცა ევროკავშირის მასშტაბით ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად კარანტინის მკაცრი ზომები შემოიღეს, ჩაკეტეს საზღვრები, დახურეს ბევრი ბიზნესი, შვედეთში მაღაზიები, რესტორნები, ბარები და სკოლები კვლავ ღიაა. ქვეყანას არც საზღვრები ჩაუკეტავს.

ბოლო მონაცემებით, შვედეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 385 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 1 540 და გამოჯანრთელებულია 550 ადამიანი.