აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულია 40 585 ადამიანი.

ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა ნიუ-იორკის შტატში ფიქსირდება,სადაც ბოლო 24 საათში 507 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 746 379-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 70 ათასამდე ადამიანი.