თურქეთის მთავრობა აპირებს, რომ ტურისტები მაისის ბოლოდან მიიღოს. ამის შესახებ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმეთ ნური ერსოიმ განაცხადა.

მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლი მიხედვითაც კორონავირუსისაგან თავისუფალ ადგილებს ტურიზმისათვის გახსნის სერტიფიკატებს მისცემენ.

როგორც ნური ამბობს, აღნიშნული სერთიფიკატებს ტურისტული ადგილები მაისის ბოლომდე მიიღებენ.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 86 306 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 11 976 ადამიანი, გარდაცვლილია 2 017.