შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვედა ჩხოროწყუში პირი ორი ადამიანის დაჭრის დააკავეს. შემთხვევა 19 აპრილის ღამეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით კაცმა და და მეზობელი დაჭრა.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაჭრილების სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძეიბა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.