მთავრობა ქალის მკვლელობის ბრალდებით შსს-ს მთვრალი თანამშრომლის დაკავებას არ გამოხმაურებია
საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებიან გუშინ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ მკვლელობას. მათ არ გაუვრცელებიათ არც სამძიმარი, რომელსაც, როგორც წესი, უბედური შემთხვევების დროს ავრცელებენ. ბრალდებული შსს-ს თანამშრომელია.
ქალი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა, როცა, სავარაუდოდ, მოპირდაპირე კორპუსიდან ისროლეს. მას ტყვია თავის არეში მოხვდა და დაიღუპა.
გუშინ საღამოსვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იარაღიდან შსს-ს თანამშრომელმა ისროლა, რაც დღეს პროკურატურამ დაადასტურა. უწყებამ თქვა ისიც, რომ ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში იყო. ის დაკავებულია.
არც შინაგან საქმეთა მინისტრი, არც პრემიერმინისტრი და არც პრეზიდენტი მომხდარს ამ დრომდე არ გამოხმაურებიან. უცნობია, გარდა ერთი ბრალდებულისა, დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა. ასევე, უცნობია პასუხი კითხვებზე — რატომ იყენებდა იარაღს შსს-ს თანამშრომელი არასამუშაო დროს და ნასვამ მდგომარეობაში, იყვნენ თუ არა მასთან ერთად უწყების სხვა თანამშრომლები და არღვევდნენ თუ არა ისინი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს.
On.ge დაუკავშირდა მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს. სოფო მდინარაძემ კითხვაზე, აპირებენ თუ არა რამე განცხადების გავრცელებას, კითხვითვე გვიპასუხა: "რა განცხადება უნდა გაავრცელოს?" და ტელეფონი გათიშა.
განცხადება არ გაუვრცელებია არც შინაგან საქმეთა მინისტრსა თუ სამინისტროს. სავარაუდოდ პოლიციელის მიერ ქალის მკვლელობას არ გამოხმაურებია არც პრეზიდენტი.
ოფიციალური ინფორმაციით ვიცით მხოლოდ ის, რომ ს.გ.-მ ნასვამ მდგომარეობაში საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან "განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა" და ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
იმის გამო, რომ ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, საქმე პროკურატურას გადაეცა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, შსს-ს თანამშრომლის ბინიდან ამოიღეს გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი.
"ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი. საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", — ამბობენ პროკურატურაში.
შსს-ს თანამშრომელი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები