ვლადიკავკაზში 1000-ზე მეტმა ადამიანმა Covid-19-ის შეზღუდვები გააპროტესტა, აქციაზე ომონი გამოიყვანეს
ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში დაახლოებით 1 500-მა ადამიანმა კორონავირუსის შეზღუდვების გასაპროტესტებლად აქცია გამართა. მომიტინგეები მათი ლიდერის, ვლადიმერ ჩელდიევის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის დასაშლელად "ომონი" გამოიყვანეს".
აქციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით JAMnews ავრცელებს.
ჩელდიევი ორი დღის წინ, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს. მას, ასევე, ბრალად ედება ძალის გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც 5 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. ჩელდიევს და მის მომხრეებს კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ გაუქმდეს იზოლაციის ზომები, გაიხსნას სკოლები და მაღაზიები. აქციაზე გაჟღერდა მომიტინგეების მთავარი მოთხოვნაც — გადადგეს ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური, ვიაჩესლავ ბიტაროვი.
On.ge დაუკავშირდა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს. თემური, რომელსაც გვარის დასახელება არ სურს, ამბობს, რომ ხალხი კორონავირუსის გამო არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებდა. მისი ინფორმაციით, აქცია ჩელდიევის დაკავებამდე დაიგეგმა და რომც არ დაეკავებინათ, მაინც ჩატარდებოდა. ის ამბობს, რომ აქციაზე დაახლოებით 2 000 ადამიანი იყო.
"ადამიანები არიან თვითიზოლაციაში, სამსახურის და შემოსავლების გარეშე, ხელისუფლება მათ არ ეხმარება. გარდა ამისა, აქ ბევრს ეჭვები აქვს თავად ვირუსთან დაკავშირებითაც, მეც კი", — ამბობს ის.
რაც შეეხება აქციაზე "ომონის" მისვლას, თემური აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან ძალადობა, გაზის ან ხელკეტების გამოყენება არ ყოფილა და ხალხი თავისით დაიშალა.
"ძალადობა არ ყოფილა, მაგრამ იყო ერთი ეპიზოდი, როცა მოედანთან ახლოს ახალგაზრდები დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ქვებს ისროდნენ. უკვე დასრულდა ყველაფერი, ხალხი დაიშალა. აქცია პოლიტიკური ლიდერების გარეშე ჩატარდა", — ამბობს ის.
თემრის ინფორმაციით, კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის. ის აღნიშნავს, რომ შეიქმნა 10-კაციანი საინიციატივო ჯგუფი, თუმცა, არ იცის, რას გააკეთებენ ეს ადამიანები.
ადგილობრივი ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ ოსეთში 20 აპრილის კორონავირუსით დაინფიცირდა 145 ადამიანი, ორი კი გარდაიცვალა.
მოქალაქეების ნაწილი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, მედიასთან საუბრისას აცხადებდა, რომ კორონავირუსის შესახებ საკმარისად ინფორმირებულები არ არიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები