10 000 ლარი STOPCOV ფონდში — საქველმოქმედო საჭადრაკო მარათონი კიდევ გაგრძელდება
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით, 11 აპრილს საქველმოქმედო მარათონი — ქართული ჭადრაკი კორონავირუსის წინააღმდეგ დაიწყო. ყველა მსურველს შეუძლია, ვირუსთან ბრძოლის ფონდში, მინიმუმ 100 ლარი გადარიცხოს და შემდეგ 3-პარტიან ონლაინმატჩში ისეთი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები გამოიწვიოს, როგორებიც არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ასევე — საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები.
მარათონის შედეგად 10 დღის განმავლობაში 10 000 ლარზე მეტი შეგროვდა. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ამბობს, რომ მარათონი გაგრძელდება.
"20-მდე პირი ჩაერთო ამ აქციაში, რაც ძალიან სასიამოვნოა. შეგროვდა 10 000 ლარზე ცოტა მეტი და ეს თანხა გადაირიცხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. 100 ლარი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოყვარულ მოჭადრაკეს გამოეწვია სათამაშოდ პროფესიონალი, მაგრამ ბევრმა მათგანმა უფრო მეტი გადაიხადა. მთავარი ქველმოქმედებაა და მინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მარათონი დღეს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მოთხოვნა არის და ამიტომ, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ 10 დღით. აქცია გაგრძელდება და ვისაც მონაწილეობის სურვილი ექნება, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაერთოს. სიამოვნებით გავუწევთ ორგანიზებას საქველმოქმედო მატჩებს", — გიორგი გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.
როგორ მივიღოთ საქველმოქმედო საჭადრაკო მარათონში მონაწილეობა
- რეგისტრირდებით საიტზე https://www.chess.com/. ეს არის ჭადრაკის ონლაინსივრცე და სოციალური ქსელი — ყველაზე პოპულარული და მრავალმომხმარებლიანი საიტი ჭადრაკის მოყვარულთათვის;
- კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში StopCov რიცხავთ მინიმუმ 100 ლარს;
- მეილზე [email protected] უკავშირდებით ონლაინტურნირების გვერდის ადმინისტრატორ დავით კოდუას. უგზავნით StopCov ფონდში გადარიცხული თანხის დამადასტურებელ ნებისმიერ საბუთს და მეილში წერთ, რომელ მოჭადრაკესთან რა ფორმატის მატჩის გამართვა გსურთ;
- ელოდებით საპასუხო შეტყობინებას.
კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მარათონის ყველა მონაწილეს შეუძლია ჭადრაკის სასახლეში ერთდროული თამაშის სეანსში მონაწილეობა და თითოეულ მათგანს საჩუქრად გადაეცემა წიგნი საყვარელი მოჭადრაკის ავტოგრაფით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: დავით კოდუას ([email protected]; 593 399 264 — ონლაინტურნირების გვერდის ადმინისტრატორი) ან სოფო ნიკოლაძეს ([email protected]; 593 246 256 - ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური).
ჭადრაკის ფედერაცია 2020 წლის იანვრიდან კომპანია ევროპაბეთის პარტნიორია. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მონაწილეობს.
ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ — responsible.ge
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები