სიმპტომები, ასაკი, სქესი, ტესტირება — რა ვიცით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებზე
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ნახევარი ქალია, ნახევარი კი კაცი. ყველაზე უფროსი, ვისაც Covid-19 დაუდასტურდა, 87 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი — ორის.
სტატისტიკური მონაცემები დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაქვეყნა. დოკუმენტი შეიცავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას 19 აპრილის ჩათვლით.
სწორედ ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსზე ტესტირება საქართველოში 7611 ადამიანს აქვს ჩატარებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკიდან ჩანს, რომ ჩატარებული ტესტების რაოდენობამ დღიურად 100-ს მარტის თვის მეორე ნახევარში გადააჭარბა, რის შემდეგაც მაჩვენებელი უმეტესად იზრდება.
ყველაზე მეტ, 403 ადამიანს ტესტირება 15-16 აპრილს ჩაუტარდა. მონაცემები დიაგრამაზე ერთდღიანი შუალედით არის ასახული.
NCDC არ აკონკრეტებს, რომელი ტესტია გამოყენებული. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო ამ ეტაპზე ძირითადად PCR ტექნოლოგიას ეყრდნობა, სავარაუდოდ, მონაცემებში მხოლოდ ამ ტიპის ტესტების გამოყენების სტატისტიკაა ასახული.
კიდევ ერთი მონაცემი, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს, ინფიცირებულთა სიმპტომებია. დიაგრამიდან ჩანს, რომ 19 აპრილის მდგომარეობით, უმრავლეს შემთხვევაში (68%) ცხელება და შემცივნება იყო. შემდეგ მოდის ზოგადი სისუსტე (31%), ხველა (29%), ყელის ტკივილი (20%), თავის ტკივილი (16%). სიმპტომებს შორის იყო დიარეა, ყნოსვისა და გემოს ცვლილება, სახსრების ტკივილი, სურდო, გულმკერდის ტკივილი, გულისრევა/ღებინება. თუმცა, კორონავირუსი დაუდასტურდათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სიმპტომები არ ჰქონდათ. ეს მაჩვენებელი არც ისე დაბალია — 9%.
ინფიცირებულებს შორის ყველაზე მეტი 15-დან 29 წლამდე ასაკისაა (22%), ყველაზე ნაკლები კი — 2-დან 4-მდე (3%). შედარებით მაღალია 50-59 წლის ასაკის ინფიცირებულების მაჩვენებელიც (19%), თუმცა, არც ერთ ასაკობრივ კატეგორიაში არ არის განსაკუთრებულად ბევრი დადასტურებული შემთხვევა.
NCDC-ის სტატისტიკაში მოყვანილია შედარება ევროპის ქვეყნების მაგალითთანაც, საიდანაც ჩანს, რომ იქ ყველაზე მეტი ინფიცირებული 50-დან 59-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში იყო, დაახლოებით 20%. თუმცა გარდაცვალება ყველაზე ხშირად 80 წელს ზემოთ და 70-79 წლამდე ადამიანებში ფიქსირდება.
ამ დოკუმენტის მომზადების დროს საქართველოში კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევა იყო, ახლა კი 9 ადამიანით მეტია. უცვლელია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა — 95.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები