უნდობლობა, ქაოსი და პანიკა — რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია ადამიანებზე
"ამერიკელებს შეუძლიათ ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნა", "საქართველო სპეციალურად აინფიცირებს კოღოებს და გზავნის მათ რუსეთში", "გამოქვეყნებულია მონაცემები მასობრივი სიკვდილის შესახებ ქართულ ლაბორატორიაში".
ეს არ არის ფრაზები ფილმებიდან აპოკალიფსის შესახებ, როგორც შეიძლება იფიქროთ. ეს არის ნაწყვეტები რუსეთის მასობრივი საინფორმაციო წყაროებიდან, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შესახებ, რომელიც თბილისის გარეუბანში მდებარეობს. ეს ლაბორატორია საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე მუშაობს, მაგრამ ცენტრის საქმიანობა რატომღაც ყველაზე მეტად აწუხებს რუსეთს, რომელიც უბრალოდ ბომბავს ლაბორატორიას დეზინფორმაციითა და ნეგატიური პროპაგანდით.
"2018 წლის სექტემბერში მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ გამოიყენა რუსეთმა დიდ ბრიტანეთში ბიოლოგიური აგენტი "ნოვიჩოკი". საპასუხოდ, რუსეთმა დაიწყო საუბარი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, სადაც აშშ თითქოსდა ამზადებდა ბიოლოგიურ იარაღს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ", — გვიამბობს სოფო გელავა, საქართველოს მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი.
თუ შეიყვანთ ფრაზას "ლუგარის ლაბორატორია" Google ან YouTube საძიებო ველში, ნახავთ, რომ ახალი ამბები ლუგარის ლაბორატორიის საშიშროების შესახებ სწორედ რუსეთის მედია საშუალებებით ვრცელდება. ამ მითების დასამსხვრევად, ლუგარის ლაბორატორიამ გახსნა საკუთარი კარი ყველა დაინტერესებული პირისათვის.
"ლაბორატორიას ეწვია უფრო მეტი რუსი ჟურნალისტი, ვიდრე ქართველი და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ენახათ ყველა განყოფილება და გადაეღოთ სასურველი კადრები", — გვიამბობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.
მაგრამ ლაბორატორიაში მუდმივმა ღია ექსკურსიებმაც კი ვერ მოახერხა ის, რომ რუსეთის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს შეეცვალათ საკუთარი შეხედულება და გაეშუქებინათ სწორი ინფორმაცია.
მაგალითად, რუსეთის ახალი ამბების სააგენტომ Sputnik აგდებულად და უნდობლობით აღწერა "ღია კარის დღე" ლაბორატორიაში.
რა თქმა უნდა, რუსეთის მედიის მიერ გაკეთებული არც ერთი "ხმამაღალი" განცხადება ლუგარის ლაბორატორიის შესახებ არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ყველა მათგანი უარყოფილი იქნა ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტების მიერ. თუმცა, რუსეთის მედია საშუალებებმა მაინც მიაღწიეს მიზანს და საქართველოს მოსახლეობის 20% დარწმუნებულია, რომ ლაბორატორია ხელს უწყობს ეპიდემიების გავრცელებას. აი, ამგვარად მუშაობს დეზინფორმაცია პოსტსიმართლის ეპოქაში.
დეზინფორმაცია = უნდობლობას, ქაოსს, პანიკას
2017 წელს ევროკავშირმა დაიწყო euvsdisinfo.eu-ს გამოყენება რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. აღნიშნული ვებგვერდი ხელმისაწვდომია სამ ენაზე — ინგლისურად, რუსულად და გერმანულად. ვებგვერდზე განთავსებულია დეზინფორმაციის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია 8 ათასამდე მაგალითი (დაწყებული 2015 წლიდან).
დეზინფორმაციული გზავნილების ნახევარი მიმართული იყო ექვს ქვეყანაზე — ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები: აზერბაიჯანი (31), ბელარუსი (252), მოლდოვა (132), საქართველო (345), სომხეთი (80), უკრაინა (3193). დიდი ხანია, რუსეთს სწორედ მათი შენარჩუნება უნდა საკუთარი გავლენის ქვეშ.
ამ ქვეყნების წინააღმდეგ გამოყენებული დეზინფორმაციის ბევრი მაგალითი მიმართულია პანიკის დათესვაზე, შიდაპოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვაზე, დაშინებაზე ან საომარი დაძაბულობის გაღვივებაზე (უკრაინის შემთხვევაში). ხშირად გზავნილები უბრალოდ აბსურდულია, არის აშკარა სიცრუე ან დამახინჯებული ინფორმაცია. თუმცა მათი გავლენა კვალავ მნიშვნელოვანია.
"დეზინფორმაციით ყველაზე მეტად უკრაინა დაზარალდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და მისი დონბასში შეჭრის დროს. ეს იყო პროპაგანდის ჰიბრიდული ინსტრუმენტები მედიასა და სოციალურ ქსელებში", —გვიამბობს კრისტინა ზელენიუკი, უკრაინული ონლაინ მედია-საშუალების Сегодня მიმომხილველი.
სომეხი მედია-ექსპერტის სამველ მარტიროსიანის სიტყვებით, დეზინფორმაციის ბაზარი ძალიან დიდია და იქ კარგი სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც გამუდმებით ეძებენ ადამიანებით მანიპულირების ახალ ინსტრუმენტებს და მეთოდებს.
"ახლა სოციალური ქსელების გამოყენებით პანიკის დათესვა რამდენიმე საათშია შესაძლებელი. ინფორმაცია ისეთი სისწრაფით ვრცელდება, რომ ადამიანებისთვის თითქმის შეუძლებელია დეზინფორმაციის ამოცნობა", — ამბობს სამველი.
2020 წლის მარტში ევროპული საგარეო ქმედებების სამსახურმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში "დეზინფორმაცია კორონავირუსის შესახებ", რომლის ცალკე ნაწილში ნახსენებია "კრემლის დეზინფორმაცია".
მხოლოდ თებერვალსა და მარტში EUvsDisinfo-ს ბაზაში რეგისტრირებული იყო დეზინფორმაციის 110-ზე მეტი მაგალითი კორონავირუსის შესახებ, რომლებსაც პრორუსული მედია საშუალებები ავრცელებდნენ. ეს მაგალითები შეესაბამებოდა კრემლის ტრადიციულ სტრატეგიას — უნდობლობის და ქაოსის შექმნა, კრიზისული სიტუაციების და პრობლემების გაღრმავება, რომლებიც საზოგადოებრივ მღელვარებას იწვევს. ამასთანავე, დეზინფორმაცია რუსეთის აუდიტორიისთვის აღწერდა ვირუსს, როგორც უცხოური აგრესიის ფორმას, და ამტკიცებდა, რომ კორონავირუსი წარმოშობილია ამერიკის ან დასავლეთის საიდუმლო ლაბორატორიებში. დეზინფორმაცია საერთაშორისო აუდიტორიისთვის ყურადღებას ამახვილებდა შეთქმულების თეორიაზე "გლობალური ელიტების" შესახებ, რომლებიც ვირუსს მიზანმიმართულად იყენებენ იარაღად საკუთარი მიზნების მიღწევისთვის.
ყალბი და მანიპულირებული ახალი ამბების დიდი რაოდენობა, რომლებიც გადმოსცემენ შოკისმომგვრელ ან კონსპირაციის თეორიებს, თანდათან ადამიანებში ცვლიან ინფორმაციის აღქმას. თავიდან ადამიანები უბრალოდ ვერ აღიქვამენ დეზინფორმაციას, შემდეგ არ სჯერათ მისი, ბოლოს კი ამგვარი მასალების ხშირი გაშუქებით, მათ ეჭვი უჩნდებათ. სწორედ ამ მიზანს აღწევენ ორგანიზაციები და ქვეყნები, ინფორმაციის მანიპულირებით.
"დეზინფორმაცია საშინელი საფრთხეა, და ეხება არა მხოლოდ მათ, ვინც ნაკლებად ინფორმირებულია ან პოლიტიკაში ვერ ერკვევა. არსებითად, დარტყმა ყველა სეგმენტზე ხორციელდება", — აკეთებს დასკვნას ალექსანდრ სტარიკევიჩი, ბელარუსული ონლაინ მედია-საშუალების Солидарность მთავარი რედაქტორი.
კრიტიკული აზროვნების ელჩები სიყალბის წინააღმდეგ
ახალი ამბების ცვალებადობის სიხშირე ციფრულ სამყაროში იმდენად მაღალია, რომ ადამიანები მოვლენების ღრმა ანალიზს უბრალოდ ვერ ასწრებენ. ამის გამო სიყალბე და მანიპულირება რეალურ ახალ ამბად აღიქმება. დეზინფორმაციის დეკოდირების საქმიანობას საკუთარ თავზე იღებენ მედია, სიყალბის გამოაშკარავებაზე მომუშავე ორგანიზაციები, და საინფორმაციო სფეროს მოხალისეები.
"მაგრამ ეს საქმიანობა არ უნდა დარჩეს მხოლოდ ადამიანების მცირე ჯგუფებში. მისი შედეგი მთელ საზოგადოებაზე უნდა გავრცელდეს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ საზოგადოებას", — თვლის სამველ მარტიროსიანი.
დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ეფექტური მხარდაჭერის გაწევა ახალგაზრდებს შეუძლიათ. ასეთი აზრისაა ანინა ტეფნაძე, ქართული ონლაინ-მედია პლატფორმის On.ge დირექტორი.
მისი აზრით, ახალგაზრდებმა მეტი იციან დეზინფორმაციის შესახებ და ისინი უფრო სკეპტიკურები არიან. ამიტომ შეუძლიათ საკუთარ მშობლებს და მეზობლებს ინფორმაციის სწორი გამოყენება ასწავლონ.
"მაგრამ ახალგაზრდების ამ საკითხით დასაინტერესებლად, მათ უნდა მივაწოდოთ გზავნილი, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ეს მათი პრობლემაც არის, რომ ეს ყველას პრობლემაა. და ახალგაზრდებს შეუძლიათ სიმართლის ელჩები გახდნენ", — აღნიშნავს ტეფნაძე.
მაგრამ ადამიანების მიერ დეზინფორმაციის აღქმის ნეიტრალიზების მიზნით, საჭიროა კრიტიკული აზროვნების განვითარება ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან. ასე თვლის ალექსანდრ სტარიკევიჩი.
გარდა ამისა, მისი აზრით, რთულია იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებსაც საკუთარი მსოფლმხედველობა უკვე ჩამოყალიბებული აქვთ. "ბევრ ადამიანს ექნება რეაქცია “რას მასწავლით, მე თვითონ ყველაფერი მესმის". მაგრამ ყოველთვის იქნება აუდიტორიის ნაწილი, რომელიც მოუსმენს განმარტებებს და სწორედ მათთან მუშაობაა საჭირო", — დასძენს სტარიკევიჩი.
თუმცა, არსებობს დეზინფორმაციასთან ბრძოლის უფრო რადიკალური მეთოდები — საკანონმდებლო დონეზე. აზერბაიჯანის ტელეარხის CBC ახალი ამბების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საადატ მამადოვა თვლის, რომ აუცილებელია საერთაშორისო კანონმდებლობის, დოკუმენტების ან წესდების მიღება ყალბი ახალი ამბების პრობლემის გადასაჭრელად.
"ყალბი ახალი ამბები ახლა იქცევა ეროვნული უსაფრთხოების პრობლემად, ინსტრუმენტად, რომელსაც შეუძლია სამყაროს დესტაბილიზაცია, ამიტომ მოვიდა მისი უსაფრთხოების კონტექსტში განხილვის დრო", — ამტკიცებს მამადოვა.
ბლოგერები დეზინფორმაციის წინააღმდეგ
სოციალური ქსელების პოპულარობის ზრდამ გამოიწვია ის, რომ მედია საშუალებებს გამოუჩნდნენ კონკურენტები, რომლებიც ასევე დიდ აუდიტორიას იკრებენ — ბლოგერები. და ისინი შესაძლოა კარგი მხარდამჭერები გახდნენ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.
"ხშირად ადამიანები ბლოგერებს უფრო ენდობიან, ვიდრე ინფორმაციის ტრადიციულ წყაროებს. ამ ხარისხის ნდობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს შეუძლიათ ერთობლივად შეაჩერონ დეზინფორმაციისა და ჭორების ტალღები", — თვლის სამველ მარტიროსიანი.
პოპულარული ვლოგერი მოლდოვადან დორინ გალბენი თვლის, რომ სოციალური ქსელები გადაიქცა ყალბი ახალი ამბების "ბუდედ" და საჭიროა მისი შეჩერება."
"ჩვენი (ბლოგერების, - რედ.) როლი იმაში მდგომარეობს, რომ მოვიცვათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ველაპარაკოთ მათ ყალბი ახალი ამბების გავლენის შესახებ, რომელიც შეიძლება იქონიონ ქვეყნის და მოქალაქეების მომავალზე", — დასძენს ის.
საზოგადოებრივი აზრის ლიდერების პასუხისმგებლობის შესახებ ასევე საუბრობს ბლოგერი აზერბაიჯანიდან სეიმურ კაზიმოვი. ის თვლის, რომ ბლოგერებმა უნდა გააანალიზონ ყალბი ინფორმაცია და უარყონ ისინი.
"ბლოგერებმა საჯაროდ უნდა მოახდინონ იმ მეგობრების/ნაცნობების და მათი ყალბი ინფორმაციების მაგალითების დემონსტრირება, ვისაც კითხულობს საზოგადოების უმრავლესობა. კონკრეტული მაგალითები ყოველთვის თეორიულზე უკეთ მუშაობს", —თვლის ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი ბელარუსიდან ანტონ მოტოლკო და იქვე აზუსტებს: "პირველი და უმთავრესი — თვითონ არ გახდეს ყალბი ინფორმაციის გავრცელების წყარო. არსებობს ოქროს წესი: თუ გეჩვენება, რომ ეს სიყალბეა — არ გამოაქვეყნო".
ქართველი ტელეწამყვანი და ბლოგერი ზურა ბალანჩივაძე იძლევა რჩევას იმის შესახებ, რომ ყურადღებით დავუკვირდეთ ახალი ამბების სათაურებს, რაც დაგვეხმარება მისი სიყალბის განსაზღვრაში. "ყალბ ახალ ამბებს ხშირად აქვს ყვითელი სათაურები ან მათში არის ზედმეტი გაზვიადება. გარდა ამისა, გააანალიზეთ საიტი, რომელზეც ნახულობთ საეჭვო ინფორმაციას და ის, თუ ძირითადად რა ტიპის მასალას აქვეყნებს ეს წყარო", — აღნიშნავს ასევე ბლოგერი.
"აშკარა სიცრუის შემჩნევა ადვილია, ხოლო მსუბუქი სიცრუის ან ფაქტების მანიპულირების - უფრო ძნელი. გაიარეთ კონსულტაცია ექსპერტებთან სხვადასხვა თემებზე. ისწავლეთ ფაქტების გარჩევა სუბიექტური მოსაზრებებისგან. არ ენდოთ ყველაფერს. ყოველთვის შეიტანეთ ეჭვი, იფიქრეთ და დასვით კითხვები", — აკეთებს დასკვნას ტელეწამყვანი და ბლოგერი უკრაინიდან რომან ვინტონივი.
ჩვენ ვკითხეთ ჟურნალისტებს და ბლოგერებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მისცენ რჩევა ადამიანებს, როგორ არ გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლნი. ყველა პასუხიდან შესაძლებელი გახდა წესების სიის შედგენა, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ არ წამოვეგოთ მანიპულირებული ინფორმაციის ანკესს.
- ყოველთვის მოიძიეთ ინფორმაციის რამდენიმე წყარო. ეს შეიძლება იყოს როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ისე ჟურნალისტები სოციალურ ქსელებში და ექსპერტები. მაგრამ ინფორმაციის წყარო აუცილებლად უნდა იყოს რამდენიმე.
- არ შეიძლება ნაკლებად ცნობილი საიტების ინფორმაციაზე დაყრდნობა. მოიძიეთ იგივე ინფორმაცია სანდო, სერიოზულ და პროფესიულ საინფორმაციო ვებგვერდებზე.
- სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციის არსებობის უფრო დიდი ალბათობაა. ხშირად პოსტები ჩნდება ან ცარიელი ახლადშექმნილი ანგარიშებიდან სოციალურ ქსელებში, ან ანგარიშებიდან, რომლებიც შენიღბულია ცნობილი ახალი ამბების მედია-საშუალებებად, მაგრამ არის ყალბი.
- თუ არ ხართ დარწმუნებული ინფორმაციაში - არ გაავრცელოთ ის, რომ უნებურად არ გახდეთ დეზინფორმაციის ნაკადის ნაწილი.
- ენდეთ საკუთარ თავს და ყური მიუგდეთ საღ აზრს. მოაზროვნე ადამიანით მანიპულირება რთულია.
ავტორი: ვიქტორ კიშაკი
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები