ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილს მოიხსნება. ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა ისევ განმარტა, რომ ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა არ ეხება სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, საკვები და სასურსათო ობიექტის თანამშრომლებს, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს.

"ისინი გადაადგილდებიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით და მათი გადაადგილება აუცილებელია, რომ მთავარი ფუნქციები შესრულდეს".

პრემიერის წარმომადგენელმა ასევე, განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში შემსუბუქდება შეზღუდვები, კერძოდ, 27 აპრილიდან დაიწყება შეზღუდვების მოხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.