თიბისის IT გუნდი
2000-ზე მეტი თიბისელი სახლიდან მუშაობის რეჟიმზე წარმატებით გადაეწყო. ეს IT მიმართულების ჯამში 35-მდე თანამშრომელმა მოახერხა.
როდესაც გადაწყდა, რომ საგანგებო რეჟიმის გამო, თიბისი დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადასულიყო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი "თავსატეხი" ბანკის IT მიმართულებას გაუჩნდა
IT მიმართულების გუნდს რამდენიმე საათში უნდა მოეფიქრებინა და დაეგეგმა, როგორ გაჩენილიყო თიბისელების სახლებში და მათ კომპიუტერებში ის სპეციალური პროგრამები, რომლებსაც ბანკის სხვადასხვა განყოფილებები სფეროების მიხედვით იყენებს. მეტიც: მათ ეს ყველაფერი თიბისის მნიშვნელოვანი ინფორმაციული უსაფრთხოების მკაცრი სტანადრტების დაცვით უნდა დაეგეგმათ.
ამ დავალების ამოხსნა, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, IT მიმართულების ორმა განყოფილებამ დაიწყო: ოპერაციების მართვის და მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტებმა.
ამ ორი გუნდის პარალელური და სინქრონიზებული მოქმედებით შესაძლებელი გახდა დისტანცირებულ მომსახურებასა და მუშაობაზე გადაწყობა. ეს ადამიანები 24/7 მუშაობენ
"ძირითადი გამოწვევა იყო ის, რომ მოკლე ვადაში უნდა მოგვეფიქრებინა გადაწყვეტილებები, აგვეწყო, დაგვეტესტა და ჩაგვეშვა ისინი, რასაც ჩვეულებრივ რეჟიმში ალბათ თვეებს მოვანდომებდით. ამ შემთხვევაში, ეს მოხდა რამდენიმე საათში. თავიდან, როცა დისტანცირება დაიგეგმა, მეორე დღესვე სცენარი უკვე მოფიქრებული გვქონდა. ჩვენი გუნდი არ ჩერდებოდა, სანამ თიბისლების თითეული ჯგუფისთვის კონკრეტულ გამოსავალს არ მოიფიქრებდა. ყველას თავისი შესაბამისი გადაწყვეტილება და სამოქმედო გეგმა შევურჩიეთ", — იხსენებს გივი დოჭვირი, IT ოპერაციების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი.
გივი დოჭვირს შეუძლია ძალიან ბევრი ისაუბროს იმ საინტერესო ტექნოლოგიურ გამოსავლებზე, რაც IT მიმართლების გუნდებმა, სხვა განყოფილებებთან თანამშრომლობით, ზოგი ღამის 3 საათზე, ზოგიც დილის 10-ზე მოიფიქრეს.
ერთ-ერთი ასეთი მთავარი გამოსავალი ე.წ. "ტერმინალების ფერმაა", რომელიც მათ ააწყვეს და რომლის მეშვეობითაც თავსატეხის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულდება: ფილიალების, სატელეფონო მომსახურების ცენტრის თუ სხვა განყოფილების თანამშრომელი სახლიდან რთავს კომპიუტერს და მის ეკრანზე ყველა ის საჭრო პროგრამა იტვირთება, თან უსაფრთხოდ, რომლებიც აქამდე მხოლოდ ოფისში, ბანკში არსებული რთული საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული ქსელის დამსახურებით მუშაობდა.
ერთ ასეთ ფერმას, როგორც გივი გვიხსნის, 100-150 თანამშრომლის მუშაობის უზრუნველყოფა შეუძლია და ბანკში უამრავი ასეთია. გივი ამბობს, გამოსავლების დროულად პოვნაში, სხვა ფაქტორებთან ერთად, გუნდის პროფესიონალიზმი გადამწყვეტი იყო.
"რომ ვუყურებ ასეთ ციფრებს, მე თვითონ არ მჯერა, როგორ მოვახერხეთ. მაგრამ ისეთი მოტივაცია და მუხტი იყო რომ ძალიან მნიშვნელოვან რაიმეს ვაკეთებდით", — გვიყვება სოფო თაგვაძე, IT მომხმარებლების მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელი, რომლის გუნდის ძირითადი ამოცანა თიბისელების ტექნიკით და მათი გამართვით უზრუნველყოფა იყო.
ის, რაც IT ოპერაციების განყოფილებამ სტრატეგიულად დაგეგმა, ტექნიკურად სწორედ მომსახურების გუნდმა განახორციელა. ტექნიკის შერჩევა, ფიზიკურად გადაწყობა, მონტაჟი და მსგავსი აქტივობები მათ აიღეს თავის თავზე.
მენეჯმენტი, უსაფრთხოების, შესყიდვების და სხვა განყოფილებები ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდთან მუდმივ კავშირზე იყვნენ, რომ მათ საქმე დროულად, უსაფრთხოდ და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მოეგვარებინათ. ამ პროცესისთვის თიბისიმ უამრავი ახალი კომპიუტერული ტექნიკაც შეიძინა.
ბიძინა მაცაბერიძე მიიჩნევს, რომ კარგად გააზრებული საერთო მიზანი და გუნდების იდეალური კოორდინაცია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რის ხარჯზეც, პროფესიონალიზმთან და დაუღალავ შრომასთან ერთად, IT მიმართულების თანამშრომლებმა ყველაფერი დროულად და ეფექტურად განახორციელეს.
"მაგალითად , ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება ყოველი დღის ბოლოს, სამუშაო დროის დასრულების შემდეგ იწყებოდა, რათა სხვა თანამშრომლებისთვის ხელი არ შეგვეშალა და დილით უკვე მზად ვყოფილიყავით მათი სახლში გაყვანისთვის. სამუშაოები იყო გადანაწილებული ისე, რომ მაქსიმალურად ოპტიმალურად აგვეთვისებინა რესურები და მაქსიმალური ეფექტი მიგვეღო".
ასეთი ერთიანობით, ორ კვირაში ძირითადი საქმეები მოგვარდა. 2000-ზე მეტი თიბისელი სახლიდან მუშაობის რეჟიმზე წარმატებით გადაეწყო. ეს IT მიმართულების ჯამში 35-მდე თანამშრომელმა მოახერხა.
ავტორი: რუსუდან ფანოზაშვილი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები