ISFED: პარტიებმა არჩევნების უკეთეს გარემოში ჩატარების შესაძლებლობა არ გამოიყენეს
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება ეხმაურება პარლამენტის დღის წესრიგიდან საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსიის კანონპროექტის განხილვის მოხსნას.
სამართლიანი არჩევნების თქმით, სამწუხაროა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და საპარლამენტო არჩევნების უკეთეს გარემოში ჩატარების შესაძლებლობა არ გამოიყენეს:
"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების რეალურ შესაძლებლობას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ წინასწარ გამართული კონსულტაციებისას საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა თანხმობა და მზადყოფნა გამოთქვეს მხარი დაეჭირათ ე.წ. გერმანული მოდელის მიღებისთვის.
ამის მიუხედავად, 1 ივნისს ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით განხილვისას ჩავარდა. აღნიშნული კი განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატები ბოიკოტის მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის სხდომას.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოვუწოდეთ პარლამენტის წევრებს, მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ წარდგენილი პროექტის განხილვას და მხარი დაეჭირათ მისი მიღებისთვის.
იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურ პარტიებს სრული მობილიზება მოეხდინათ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, ცვლილებების პროექტი საერთოდ აღარ განიხილება.
აღნიშნული პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალას მისცემდა შესაძლებლობას, საჯაროდ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ამასთან, მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი და არგუმენტები იქნებოდა გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის.
კანონპროექტის სესიაზე განხილვა დამატებით შესაძლებლობას ქმნიდა საჭირო ხმების შეგროვების, ხოლო საკითხის საერთოდ მოხსნამ დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა სისტემის შეცვლის შესაძლებლობა.
სამწუხაროა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მსგავსი არათანმიმდევრულობა და უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით და რეალურად ხელიდან გაუშვეს ის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა საპარლამეტო არჩევნების არსებითად უკეთეს გარემოში ჩატარებას".
პროექტი ინიცირებული იყო რესპუბლიკური პარტიის მიერ და მათვე გაითხოვეს უკან. რის მიზეზადაც რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა პროექტის მისაღებად არასაკმარისი ხმების რაოდენობა დაასახელა.
ნაციონალური მოძრაობა იურიდიული საკითხის კომიტეტზე არ იმყოფებოდა, რადგან ის ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას კორცხელის ინციდენტის გამო.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები