გასტროენტეროლოგის რეკომენდაციები COVID-19 პანდემიის დროს
მიუხედავად იმისა, რომ ცხელება, ხველა, საერთო სისუსტე და ყელის ტკივილი ახალი CORONA-19 ინფექციის მთავარი კლინიკური ნიშნებია, ეს არ ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველა პაციენტი, აღნიშნული სიმპტომებით CORONA-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსით არის ინფიცირებული. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა რეკომენდაციებს თოდუას კლინიკის გასტროენტეროლოგი თენგიზ თელია ავრცელებს.
რესპირატორული ინფექციების უდიდესი ნაწილი სწორედ ასე მიმდინარეობს. შემთხვევათა 5-50%-ში ამ ძირითადი სიმპტომების გამოვლენას შეიძლება წინ უსწრებდეს, ან თან ახლდეს მუცლის ტკივილი, დიარეა და/ან გულისრევა. საყურადღებოა ისიც, რომ ვირუსი აღმოჩენილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გამონაყოფ მასებში და დიდი ალბათობით, ის ფეკალურ-ორალური გზითაც გადაეცემა. აქედან გამომდინარე, ჰიგიენური წესების დაცვასა და პირველ რიგში, ხელების ხშირ დაბანას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების გავრცელების პრევენციაში.
"მაქსიმალურად თავი აარიდეთ, დროებითი კოსმეტიკური ეფექტის მქონე დილეტანტურ კვებით შეზღუდვებს. იკვებეთ დაბალანსებული, ვიტამინებით მდიდარი საკვებით. ზედმეტი წონა ნამდვილად არ არის კარგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მისი კორექცია უნდა მოხდეს გონივრულად, ცხოვრების წესის შეცვლის გზით, და არა სპონტანურად, განსაკუთრებით დღევანდელი პანდემიის პირობებში, როცა ვირუსთან საბრძოლველად ჯანმრთელი, რაციონალური კვება ჩვენი მოკავშირეა", — ამბობს თენგიზ თელია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები მეტწილად ქრონიკული ხასიათისაა და პაციენტებს ხანგრძლივად უხდებათ ექიმის დანიშნული მედიკამენტების მიღება. SARS-CoV-2-ის პანდემიის დროს, ექიმის რჩევის გარეშე, სამკურნალო სქემებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია. ამით ჩვენ ვავნებთ ძირითად კუჭ-ნაწლავის პრობლემას და გლობალური პანდემიის პირობებში, ეს უფრო მეტი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.
SARS-CoV-2-ის პანდემიის პირობებში, პაციენტები ნაწლავის არასპეციფიკური ანთებებით (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რომლებიც იღებენ იმუნიტეტის დამაქვეითებელ მკურნალობას (პრედნიზოლონი, აზატიოპრიმი, ბიოლოგიური პრეპარატები) და/ან ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (სულფსალაზინი, პენტაზა, სალოფალკი), მკურნალობას აგრძელებენ იგივე დოზებით და იგივე რეჟიმით, რაც მათ მანამდეც ჰქონდათ ექიმისგან დანიშნული.
SARS-CoV-2-ის პანდემიის პირობებში, პაციენტები, რომლებიც მჟავასუპრესიული მკურნალობის ქვეშ იმყოფებიან (იგულისხმება "პრაზოლების" ან ანტაციდების მიღება), აგრძელებენ ამ რეჟიმით მკურნალობას. უშუალოდ
SARS-CoV-2-ის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში კი მედიკამენტის დოზირება ინდივიდუალურად განიხილება.
AGA-ს (ამერიკის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის 10.04.2020) რეკომენდაციით SARS-CoV-2-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, სიმპტომური ინფექციის განმავლობაში, უნდა შეწყვიტონ ბიოლოგიური პრეპარატებისა და თიოპურინების მიღება (აზატიოპრიმი, მეტოტრექსატი) და ინფექციის დამთავრების შემდეგ განაახლონ მედიკამენტების მიღება. აღნიშნული არ ეხება ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (სულფსალაზინი, პენტაზა, სალოფალკი).
რაც შეეხება გეგმურ ენდოსკოპიურ მანიპულაციებს, SARS-CoV-2-ის პანდემიის პირობებში, ისინი უნდა ჩატარდეს პრიორიტეტებისა და ურგენტულობის (გადაუდებლობის) ხარისხის შეფასების მიხედვით, შესაბამისი აღჭურვილობით, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული ვირუსის გავრცელება.
სოციალური დისტანცირება, მაქსიმალური გონივრული იზოლირება და გადაადგილების შეზღუდვა, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან ერთად, საშუალებას მოგვცემს, SARS-CoV-2-ის პანდემიის პირობებში, ეფექტიანად შევებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას.
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
კომენტარები