მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი გადაადგილების შეზღუდვისას შერჩევით მიდგომაზე ოპოზიციას პასუხობს, რომ "ასეთი ერთეული შემთხვევები" იქნება. ამის შესახებ მან დღეს, 22 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თქვა.

"მე კარგად მესმის, რომ არსებობს კითხვები საზოგადოებაში, ზოგიერთ შემთხვევაში შერჩევით მიდგომასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას გადაადგილების უფლება მიეცა, რომელიღაც შპს-ს არ მიეცა. ხო კარგად აცნობიერებთ, რომ ასეთი ერთეული შემთხვევები იქნება. იმასაც აცნობიერებთ, რომ გარკვეული ხარვეზები იქნება. [...] არ ითვალისწინებთ იმას, რომ ხვალ, რომ მოქალაქეები არ დაემორჩილონ შეზღუდვებს, ამას შეიძლება მოყვეს იტალია, ესპანეთი. თქვენ თუ ამ პასუხისმგებლობას იღებთ, ნუ დაუჭერთ მხარს", — მიმართა მეზვრიშვილმა ოპოზიციას.