სოფია კოპოლამ თავისი ახალი ფილმის დეტალებზე პირველად ისაუბრა
2020 წელს დაგეგმილ კინოპრემიერებს შორის კრიტიკოსები და მაყურებლები განსაკუთრებულად ელიან სოფია კოპოლას ახალ ნამუშევარს On the Rocks.
ეს ფილმი საინტერესოა იმითაც, რომ მასში ვიხილავთ ყველასთვის საყვარელ მსახიობ ბილ მიურეის და ამ ცნობილი მსახიობის კოპოლასთან კიდევ ერთ კოლაბორაციას შევაფასებთ.
ბილ მიურეი სოფია კოპოლას ფილმში პირველად 2003 წელს გამოსულ Lost in Translation-ში ვიხილეთ, რომელმაც იმ წელს ოსკარების დაჯილდოებაზე საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა, ბილ მიურეი კი კაცის საუკეთესო როლის კატეგორიაში წარადგინეს.
On the Rocks-ში მიურეი კვლავ მთავარ როლს მოირგებს, მას კი პარტნიორობას მსახიობი რაშიდა ჯონსი გაუწევს, რომელიც აქამდე ისეთი პროექტებდან ახსოვს მაყურებელს, როგორებიცაა Parks and Recreation და The Office.
აქამდე ფილმის შესახებ სხვა ინფორმაცია უცნობი იყო, თუმცა რეჟისორმა ცოტა ხნის წინ რამდენიმე დეტალი გაამხილა:
"ეს მთლიანად ბილ მიურეისა და რაშიდა ჯონსის პერსონაჟების შესახებ იქნება — ისინი მამა-შვილის როლს ასრულებენ. რაშიდას პერსონაჟი წარმატებულ ბიზნესმენზეა დაქორწინებული, რომელიც ბევრს მოგზაურობს და მომხიბვლელი ასისტენტი ჰყავს, ამის გამო კი ცოლი ეჭვიანობს. მამას კი, რომელიც ცნობილი მექალთანეა, პარანოიდული აზრები აწუხებს. ეს ფილმი ორ თაობას შორის არსებული განხეთქილების შესახებ მოგვითხრობს — შვილი ახალგაზრდა ქალია, მამა კი სულ სხვა თაობის კაცი. მათ შორის არსებული უთანხმოება კი გვაჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს პირადი ურთიერთობები მშობლებთან ურთიერთობაზე და პირიქით", — განაცხადა კოპოლამ.
ამ ახალ ფილმს სოფია კოპოლა კინოსტუდია A24-თან და სტრიმინგ სერვისთან Apple TV+ თანამშრომლობით იღებს. მისი პრემიერა წესით წლის ბოლომდე უნდა შედგეს, თუმცა შექმნილი მდგომარეობის გამო, უცნობია, შევძლებთ თუ არა მის ხილვას კინოთეატრებში.
არსებობს იმის ალტერნატივაც, რომ ფილმი პირდაპირ Apple-ის სტრიმინგ სერვისზე გამოვიდეს, თანაც კოპოლა ბევრი სხვა რეჟისორისგან განსხვავებით მსგავსი პლატფორმებისა და შესაძლებლობის მიმართ განსაკუთრებულად კრიტიკული არ არის:
"ვფიქრობ, სტრიმინგ სერვისები საინტერესოა თუნდაც იმის გამო, რომ შეგიძლია სხვადასხვა ფორმატის ფილმზე იმუშავო და მაინცდამაინც 90-წუთიან ქრონომეტრაჟში ჩატევას არ ეცადო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მომწონს, ამავდროულად მას, როგორც ტრადიციულ კინოს ვერ ვუკავშირებ. ეს რაღაც უფრო განსხვავებულია, რაც მგონია, რომ საინტერესოა", — ამბობს რეჟისორი.
სოფია კოპოლას წინა სრულმეტრაჟიანი ფილმი 2017 წელს გამოსული The Beguiled-ია, რომლის გამოც მას კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები