ჯარიმა და დაკავება ძალის გამოყენებით — ფოტოები გირჩის აქციიდან
დღეს გირჩმა იპოდრომზე აქცია გამართა. პოლიტიკური პარტია საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითხოვდა. მათი თქმით, ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლები, ვეღარ იხდიან სესხებს და მათ არავინ ეუბნება "როდის შეიძლება დამთავრდეს ეს ჯოჯოხეთი".
აქცია იპოდრომზე დაიგეგმა და შეკრებილები დისტანციის დაცვით სეირნობას აპირებდნენ, ზურაბ ჯაფარიძემ ასეც დააანონსა. თუმცა, შეკრებიდან მალევე ადგილზე პოლიცია გამოჩნდა, იქ მყოფი ადამიანები ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი პოლიციაში გადაიყვანა. მათ შორის, ნაწილი ძალის გამოყენებით.
On.ge-ს ფოტოები აქციიდან "სამკურნალო პროტესტი":
აქციის მონაწილეები ერთად
პოლიცია ზურაბ ჯაფარიძეს 3 000-ლარიან ჯარიმას უწერს.
გირჩის წარმომადგენელი, ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციას ეუბნება, რომ Girchi.ge-ს ჟურნალისტია. ამის გადასამოწმებლად ის განყოფილებაში გადაიყვანეს.
აქციის მონაწილეს აკავებენ
განყოფილებაში გადაყვანილთა უმრავლესობას მიზეზი არ განუმარტეს. ამ მოქალაქეს კი უთხრეს, რომ ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო აკავებენ.
ამის შემდეგ, ძალის გამოყენებით დააკავეს იპოდრომზე მყოფი გოგო.
მასთან ერთად მყოფი ადამიანი ამბობდა, რომ ისინი სასეირნოდ იყვნენ და არა აქციაზე. ისიც დააკავეს.
მათი დაკავებისას ძალის გამოყენება On.ge-ს ვიდეოშიც ჩანს. კითხვაზე, რატომ იყენებენ ძალას, პოლიცია პასუხობს: "იმიტომ, რომ არ მემორჩილება!".
კიდევ ერთი დაკავებული. ამ დრომდე უცნობია, ჯამში რამდენი მოქალაქე დააკავეს იპოდრომზე და კონკრეტულად რას ედავებიან მათ.
On.ge კითხვებზე პასუხების მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ დრომდე არ ამბობენ, რატომ დააკავეს ეს ადამიანები. გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აქციის დაანონსების დროს ამბობდა, რომ აქციის ორგანიზატორი თავადაა და მხოლოდ ის უნდა დაჯარიმდეს, სხვები კი იპოდრომზე დისტანციის დაცვით სასეირნოდ გამოვიდოდნენ.
რა ხდებოდა იპოდრომზე, ვიდეო აქციიდან:
საქართველოში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა, რომლის მიხედვით, შეკრებები და მანიფესტაციები იკრძალება. აკრძალულია ერთ სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრებაც. თუმცა ამ და სხვა წესების დარღვევის საშუალება მიეცა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს — მათ სააღდგომო წირვა-ლოცვა თითქმის უცვლელი წესით ჩაატარეს და სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, ჰქონდათ მანქანებით გადაადგილებისა და 9 საათის შემდეგ შეკრების უფლება.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები