ვირუსის ისეთი აფეთქება არ გვაქვს, რომ სიამაყეს გადავაბიჯოთ და თბილისს რამე ვთხოვოთ — აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი

ფოტო: Getty Image
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ისევ უარზეა, კორონავირუსთან საბრძოლველად ოფიციალური თბილისისგან დახმარება მიიღოს. მაშინ, როცა ადგილობრივი ექიმები ამბობენ, რომ რეგიონში ვირუსის აფეთქების შემთხვევაში პაციენტების სამართავად, არც აღჭურვილობა და არც ადამიანური რესურსი ეყოფათ, დე ფაქტო მმართველები ფიქრობენ, რომ ჯერ "სიამაყისთვის გადაბიჯება" ადრეა.
"რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება იმეორებს თავის მედიებში, რომ მზადაა დაგვეხმაროს. ბოდიში, მაგრამ ჩვენ სანაპიროების დაკარგვა არ შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიაა. თანაც არანაირი აფეთქება ახლა არ არის, რომ სიამაყეს გადავაბიჯოთ და თბილისს რამე ვთხოვოთ", — განაცხადა BBC-სთან საუბრისას აფხაზეთში კორონავირუსთან ბრძოლის დე ფაქტო შტაბის წარმომადგენელმა, ალხას ჯიჯოლიამ.
საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ აფხაზეთში ინფიცირების მხოლოდ 3 შემთხვევაა დადასტურებული და მათ მოახერხეს ინფიცირებულთა კონტაქტების იზოლირება, რითიც ვირუსის გავრცელება ამ ეტაპზე აღმოფხვრეს. ამ მონაცემების ქართულ მხარეს არ სჯერა.
ოკუპირებულ რეგიონში მაცხოვრებლების დასახმარებლად, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, რუხში საავადმყოფო აშენდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაა შესაძლებელი. თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლება უარზეა ამ კლინიკით ისარგებლოს. მათი თქმით, ეთნიკურად ქართველები "როგორღაც" ახერხებენ ე.წ. საზღვარზე გადაპარვას და ისინი "ამაზე თვალს ხუჭავენ", თუმცა თავისი ინიციატივით სამკურნალოდ ისინი არავის გაშვებას აპირებენ.
ამ მხრივ მძიმე სიტუაციაა მეორე ოკუპირებულ რეგიონშიც. სამხრეთ ოსეთში ექიმები ამბობენ, რომ 25-ზე მეტი პაციენტის მართვას ვერ შეძლებენ, რადგან სპეციალისტები არ ჰყოფნით. ანალოგიურად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც უარზეა თბილისიდან დახმარება მიიღოს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები