25-ზე მეტი პაციენტის მართვას ვერ შევძლებთ, სულ 7 რეანიმატოლოგი ვართ — ექიმი ცხინვალიდან
ექიმი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ამბობს, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსთან გასამკლავებლად სპეციალისტები არ ეყოფათ. BBC-სთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მთელ რეგიონში 26 ხელოვნური სუნთქვის აპარატი აქვთ და მისი გამოყენება დაახლოებით შვიდმა ადამიანმა იცის.
მისი თქმით, მხოლოდ 25 პაციენტის მართვას შეძლებენ, ინფიცირებულთა ზრდის შემთხვევაში კი პრობლემები შეექმნებათ.
"ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ადამიანის მიერთება მარტივი პროცედურა არ არის. ამისთვის გამოცდილი ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგია საჭირო. მთელს რესპუბლიკაში ამ დავალებასთან გამკლავება რამდენიმე ადამიანს შეუძლია: ერთი მე ვარ, 4-6 ჩემი სტუდენტია და მორჩა", — განუცხადა გამოცემას ცხინვალის მედცენტრის მთავარმა რეანიმატოლოგმა, ალექსანდრ პლიევმა.
მიუხედავად იმისა, რომ რესურსების ნაკლებობას თავადაც აღიარებენ, საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს დახმარებაზე უარს ამბობს და პირადი ნაცნობობის იმედადაა. BBC-სთან საუბრისას პლიევი აღნიშნავს, რომ პრობლემების შემთხვევაში დასახმარებლად რუს კოლეგებს მიმართავს.
"ისინი ჩემი პირადი ნაცნობები არიან. ხალხი, რომლებსაც ვენდობი, როგორც პროფესიონალებს. დამპირდნენ, რომ საჭიროების შეთხვევაში ჩამოვლენ", — განაცხადა მან.
ოკუპირებულ რეგიონში პრობლემები აქვთ სამედიცინო აღჭურვილობის მხრივაც. მაგალითად, Jam News-მა აპრილის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღჭურვილობის არარსებობის გამო, ქირურგმა კლინიკაში მისვლაზე უარი თქვა.
დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა ქართულ მხარეს ამის არ სჯერა.
საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, არსებული შეზღუდვები 30 აპრილამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ისევ უცნობია, როდის გაიხსნება ე.წ. გამშვები პუნქტები.
მსგავსი სიტუაციაა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. ექიმები ამბობენ, რომ ეპიდემიის სამართავად რესურსი არ ეყოფათ, თუმცა თბილისის დახმარებაზე უარს ამბობენ. დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ინფიცირების მხოლოდ 3 შემთხვევაა დადასტურებული და მათ მოახერხეს კონტაქტების იზოლირება, რითიც ვირუსის გავრცელება ამ ეტაპზე აღმოფხვრეს. ქართულ მხარეს არც ამ მონაცემების სჯერა.
ოკუპირებულ რეგიონში მაცხოვრებლების დასახმარებლად, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, რუხში საავადმყოფო აშენდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაა შესაძლებელი. თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უარზეა ამ კლინიკით ისარგებლოს. მათი თქმით, ეთნიკურად ქართველები "როგორღაც" ახერხებენ ე.წ. საზღვარზე გადაპარვას და ისინი "ამაზე თვალს ხუჭავენ", თუმცა თავისი ინიციატივით სამკურნალოდ ისინი არავის გაშვებას აპირებენ.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები