დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად რამადრანის მარხვის პერიოდში მეჩეთებში კოლექტიური ლოცვა არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია მუფთმა, ადამ შანთაძემ გაავრცელა.

"ვინაიდან ჯერ კიდევ მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში არსებობს ეპიდემიის გავრცელების საფრთხე და მაღალი რისკია დაინფიცირების, მათ შორის შიდა დაინფიცირების, ჩვენ ძალაში დავტოვეთ მეჩეთებში ჯგუფურად ლოცვების შესრულების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით", — თქვა ადამ შანთაძემ მთავარ არხთან საუბრისას.

ადამ შანთაძის თქმით, მორწმუნეებს მისცეს რეკომენდაცია, რომ ლოცვები საცხოვრებელ ადგილებში შეასრულონ. რამადანის მარხვა 30 დღის განმავლობაში გრძელდება და თვის დასრულების შემდეგ რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.

საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა სახის კოლექტიური ლოცვის შეჩერების გადაწყვეტილება 20 მარტს მიიღო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 431 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია 114, ხოლო გარდაცვლილია 5. კარანტინის რეჟიმში 5 126 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: