როგორ ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები კარანტინში — WHO-ს რეკომენდაციები
კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში მოუწოდებენ ადამიანებს, რომ აუცილებლობის გარდა დრო უსაფრთხოების ზომების დაცვით თვითიზოლაციაში გაატარონ.
ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია ის, რომ სასწავლო და სამუშაო პროცესების დიდმა ნაწილმა დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა, შესაბამისად, ადამიანები დროს ძირითადად სახლში ატარებენ და ფიზიკურად ნაკლებად დატვირთულები არიან.
იმის გამო, რომ სავარჯიშო თუ სხვა მსგავსი ფიზიკური აქტივობისთვის განკუთვნილი დაწესებულებებიც დროებით დაკეტილია, ჩვეული რუტინა მილიონობით ადამიანს დაერღვა და პროფესიული ვარჯიშით დაკავების შესაძლებლობაც აღარ აქვს.
ამასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სპეციალური რეკომენდაციები გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ნაკლებ ფიზიკურ აქტივობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შეიძლება მოჰყვეს:
"მუდმივად მჯდომარე მუშაობის რეჟიმსა და ნაკლებ ფიზიკურ აქტივობას ჩვენს ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. თვითიზოლაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და სხვა ფსიქიკური პრობლემები გაამწვავოს".
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, იმისათვის, რომ ეს უარყოფითი შედეგები თავიდან ავირიდოთ, საჭიროა კვირაში თუნდაც 150 წუთის განმავლობაში ფიზიკური აქტივობით დავკავდეთ. ამას კი არც რაიმე განსაკუთრებული აღჭურვილობა ან პროფესიონალური მომზადება არ სჭირდება.
გაეცანით WHO-ს რამდენიმე რეკომენდაციას:
დღის განმავლობაში მცირეხნიანი ფიზიკურად აქტიური შესვენებები მოუწყეთ საკუთარ თავს
მცირე შესვენებები თქვენი კვირის განმავლობაში შესასრულებელ აუცილებელ რეკომენდაციებში უნდა შეიტანოთ. შეგიძლიათ ყოველდღიურად რამდენიმე წუთი სხვადასხვა სახის ვარჯიშს დაუთმოთ ან კიდევ ცეკვით, ბავშვებთან თამაშით თუ საშინაო საქმეების შესრულებით (დალაგება, მებაღეობა) დაკავდეთ, რაც ასევე დაგეხმარებათ, რომ სახლში ყოფნისას ზედმეტად არ მოდუნდეთ.
დაიწყეთ ვარჯიში ონლაინ გაკვეთილების დახმარებით
ინტერნეტში ვარჯიშის უამრავ ონლაინ გაკვეთილს გადააწყდებით, რომლებითაც სარგებლობა სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. ოღონდ თუ აქამდე მსგავსი გამოცდილება საერთოდ არ გქონიათ, ფრთხილად იყავით და საკუთარ შესაძლებლობებს თავიდანვე ზედმეტად ნუ გადააჭარბებთ.
ამაში ასევე დაგეხმარებათ მობილური აპლიკაციები, რომლებიც დროის ეფექტურად გადანაწილებასა და სხეულის მართვაში შეგიწყობთ ხელს.
ფეხით იარეთ
უბრალოდ იარეთ. თუნდაც პატარა სივრცეში წრეზე ან ერთ ადგილას სიარული თქვენს სხეულს აქტიურად ყოფნაში დაეხმარება. თუ ტელეფონზე საუბრობთ, ჯდომის ნაცვლად წამოდექით და საუბრისას იარეთ. ხოლო თუ გარეთ გადაწყვეტთ სეირნობას ან ვარჯიშს, დარწმუნებული იყავით, რომ სხვებისგან მინიმუმ ერთმეტრიან დისტანციას დაიცავთ.
ფეხზე წამოდექით
მჯდომარე რუტუნის შემცირება უბრალოდ ფეხზე წამოდგომითაც შეგიძლიათ. როცა შესაძლებელია, ეს მაშინ გააკეთეთ, იდეალურ შემთხვევაში კი ყოველ 30 წუთში უნდა ადგეთ სკამიდან. რამდენ ხანსაც შეგიძლიათ, ფეხზე მდგარმა გააგრძელეთ მუშაობა: მაღალი მაგიდის ან სხვა ნივთების დახმარებით. თავისუფალი დროის მჯდომარედ გატარებისას უპირატესობა მიანიჭეთ შემეცნებით აქტივობებს, იქნება ეს კითხვა, სამაგიდო თამაშები თუ ფაზლები.
მოდუნდით
მედიტაცია და ღრმად სუნთქვა სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ამ ყველაფერთან ერთად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, ყოველდღიური რაციონი ჯანსაღი საკვებით შევავსოთ :
"ტკბილი სასმელების ნაცვლად დალიეთ უფრო მეტი წყალი. შეზღუდეთ ან მთლიანად შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებულად კი მოზარდებში, ორსულებსა და სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებში. მიიღეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული, სანაცვლოდ კი შეამცირეთ შაქრის, მარილისა და ცხიმების მიღება".
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
კომენტარები