ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თუ ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპზე კომპანიებმა რეკომენდაციებს არ დაიცავენ, შესაძლოა, შემდეგი ეტაპები გადადონ. ამის შესახებ მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ამოქმედებულ კომპანიებს ახლა ვალდებულება აქვთ როგორც მოსახლეობის, ისე გეგმის შემდგომი გაგრძელების წინაშე.

"ახლა თუ ამ კუთხით რამე პრობლემა შეიქმნა, ჩვენ ნებისმიერ დროს უფლება გვექნება და მოვალეობაც, რომ გადავდოთ გახსნის შემდეგი ეტაპები. ამიტომ, უნდა იყოთ ჩვენი თანამოაზრეები ამ ნაწილში", — აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღეიდან, 27 აპრილიდან მსუბუქი მანქანებით გადაადგილება და ტაქსების ოპერირებაა შესაძლებელი. აგრეთვე, შესაძლებელია ონლაინ ვაჭრობა და ამოქმედდება აგრარული ბაზრები.

შეზღუდვების მოხსნა არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომებია დაწესებული. გარდა ამისა, ყველა სხვა შეზღუდვა, განაგრძობს მოქმედებას და მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეზღუდვას 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.