რუსეთში პუტინისა და სტალინის მოზაიკური გამოსახულებით საკათედრო ტაძარი იხსნება
რუსეთში უზარმაზარი საკათედრო ტაძრის გახსნას გეგმავენ, რომელზეც ვლადიმერ პუტინისა და იოსებ სტალინის პორტრეტები, ასევე, ყირიმის ანექსიისა და ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 74 წლისთავის ამსახველი სცენები მოზაიკით იქნება გამოსახული.
როგორც The Guardian წერს, გახსნის შემდეგ, 95-მეტრიანი კონსტურქცია მსოფლიოში ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძარი იქნება. იგი მოსკოვის გარეთ, პატრიოტების პარკში მდებარეობს და მისი გახსნა 9 მაისს იგეგმება.
მეტწილად, ქრისტეს აღდგომის ტაძარი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა გამარჯვებას მიუძღვნეს. ტაძრის მთავარი გუმბათის ქვეშ ცილინდრის დიამეტრის სიგრძე 19,45 მეტრი იქნება, ომის დასრულების თარიღის ნიშნად. ხოლო, "ხსოვნის გზას" ექნება 1 418 საფეხური, რაც მეორე მსოფლიო ომში, საბჭოთა არმიის მონაწილეობის დღეებს ასახავს. The Guardian წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ეს საფეხურები ნაცისტების სამხედრო ტექნიკისგან დარჩენილი ლითონითაა დამზადებული.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მოზაიკა, სადაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის სხვა ოფიციალური პირებია გამოსახული. მოზაიკაზე ჩანს ცნობილი რუსი გენერალი, ვალერი გერასიმოვი და სერგეი ასკიონოვი, რომელიც პუტინმა ანექსირებული ყირიმის მმართველად დანიშნა. ასევე, გამოსახულები არიან თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბორტკინოვი.
ერთ-ერთ პანელზე კი ასახულია 1945 წელს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების მარში, კრემლის წინ შეკრებილი ჯარისკაცებით. მათგან ერთ-ერთს სტალინის პორტრეტი უჭირავს. კიდევ ერთ მოზაიკაზე კი არის რამდენიმე ქალის სახე, წარწერის ფონზე "ყირიმი ჩვენია".
The Guardian წერს, რომ ეკლესიის ოფიციალურმა პირმავკათედრალის მშენებლობის არაოფიციალური ფოტოები დაადასტურა და განაცხადა, რომ ეკლესიის მოზაიკაზე ცოცხალი ადამიანების გამოსახვა "ჩვეულებრივი, მიღებული ფორმაა".
"ყოველთვის არსებობდა ეს ტრადიცია, რომ ისტორიულ სცენებს ამა თუ იმ პერიოდიდან გამოსახავდნენ კედლებზე. ერთ-ერთი ასეთი აღსანიშნავი მოვლენა იყო ყირიმის შეერთება", — თქვა კათედრალის ეპისკოპოსმა სტეფანმა.
პუტინის პრესსპიკერის თქმით, როდესაც პუტინს მოზაიკის შესახებ უთხრეს, მან გაიღიმა და თქვა: "ერთ დღესაც ჩვენი მადლიერი შთამომავლები დააფასებენ ჩვენს დამსახურებას, მაგრამ ახლა ეს ძალიან ადრეა".
ყირიმის ანექსიიდან ექვსი წელი გავიდა. 2014 წლის თებერვალში ნახევარკუნძული რუსეთმა სამხედრო ძალით მიიტაცა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებული რეფერენდუმი გამოაცხადა.
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
კომენტარები