ითამაშე და ისწავლე სახლში
რეალობამ, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, ბავშვებისათვის აქამდე უცნობი გამოწვევები შექმნა. ვირტუალური გაკვეთილები, კარჩაკეტილობა, ეკრანებთან მიჯაჭვულობა და, რაც ყველაზე მთავარია, ერთფეროვნება მათთვის უჩვეულო სტრესულ გარემოს ქმნის.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი, ჯანმრთელობასთან ერთად, ბავშვების მენტალური და ფიზიკური განვითარებაც იყოს.
სულაკაურის გამომცემლობის სერია "ითამაშე და ისწავლე" დაგეხმარებათ, მათი დრო და ენერგია მიმართოთ შემეცნებითი, პროდუქტიული და სახალისო თამაშობებისკენ და ყოველდღიური ერთფეროვნება შეუმსუბუქოთ ისეთი აქტივობებით, რომლებითაც ბავშვები თქვენთან — მშობლებთან, ბებია-ბაბუებთან თუ უფროს და-ძმებთან — ერთად გაერთობიან.
სერიის წიგნები — დიდი ფორმატის გასაფერადებელი ატლასები, თავსატეხები, ფაზლები თუ ასაწყობი 3D ფიგურები — პატარა მკითხველებს არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხის შესწავლას გაუადვილებს. ჩვენ მიერ გამოცემული ეკოლოგიურად სუფთა ინტერაქციული წიგნები პატარების ცოდნასა და ინტერესის არეალსაც საგრძნობლად გაზრდის და ნებისმიერი ზომის ეკრანსაც ჩაანაცვლებს.
გთავაზობთ 5 ტიპის ინტერაქციულ წიგნს, რომელთა დახმარებითაც ბავშვები ითამაშებენ და ისწავლიან სახლში ისე, რომ მოწყენისთვის დრო აღარ დარჩებათ.
1. ქართული ანბანის ფაზლი (ასაკი 4+)
ყუთში დაგხვდებათ:
- 66-ნაწილიანი ფაზლი;
- ქართულ ანბანზე შექმნილი გივი ჭიჭინაძის საბავშვო ლექსების წიგნი;
- ქართული ანბანის პოსტერი.
ეს ფაზლი სკოლამდელი ასაკის და პირველკლასელ ბავშვებს ანბანის შესწავლაში დაეხმარება. ბავშვები პოსტერის დახმარებით შეძლებენ, თითოეული ასო დააკავშირონ შესაბამის სიტყვასთან და ამ გზით კარგად დაისწავლონ ანბანი, ხოლო გივი ჭიჭინაძის წიგნში ნებისმიერ ასოზე იპოვონ და წაიკითხონ ლექსი.
გარდა ანბანის სახალისო გზით შესწავლისა, ამ ტიპის ფაზლები მოტორიკისა და კონცენტრაციის უნარების განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
2. ფაზლები "საქართველო", "დედამიწა" და "კოსმოსი" (ასაკი 6-12 წელი)
ყუთებში დაგხვდებათ:
- 205-ნაწილიანი ფაზლი. ოვალური ფაზლი დიდ ფორმატზე თვალსაჩინოს გახდის ყველაფერს, რასაც ბავშვები დამხმარე წიგნიდან შეისწავლიან;
- 32-გვერდიანი დამხმარე წიგნი.
წიგნებში მოკლედ და მარტივად არის გადმოცემული თემატიკის შესაბამისი ძირითადი ინფორმაცია.
მაგალითად, "საქართველო" გაგაცნობთ ჩვენი ქვეყნის თითოეული რეგიონის ღირსშესანიშნაობებსა და ტრადიციებს და შესაძლებლობას მოგცემთ, თქვენს შვილებთან ერთად "მოიაროთ" საქართველო.
თუ დედამიწის გარშემო მოგზაურობისთვისაც მზად ხართ, ფაზლი "დედამიწა" მოგიყვებათ ჩვენს პლანეტაზე არსებული საოცრებების, უცნაური ცხოველებისა თუ ფრინველების, უმაღლესი მწვერვალებისა თუ წყალუხვი მდინარეების შესახებ.
საქართველოსა და დედამიწის ირგვლივ მოგზაურობის შემდეგ კოსმოსის საიდუმლოებებით სავსე სამყაროს შეცნობის დრო დგება! ფაზლი "კოსმოსი" მთელ ოჯახს კოსმონავტებად გაქცევთ და უკიდეგანო და ამოუცნობი მზის სისტემისა და კოსმოსის შესასწავლად გაგიძღვებათ.
3. "გააფერადე რუკები" — მსოფლიოს ატლასი, ისტორია და ცხოველთა სამყარო (ასაკი 6+)
ეს დიდი ფორმატის გასაფერადებელი ატლასები დაეხმარება ბავშვებს, უკეთ შეიცნონ მსოფლიო, გაიგონ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შესახებ და აღმოაჩინონ გასაოცარი ველური ბუნება.
მსოფლიოს ატლასის დახმარებით, ბავშვებთან ერთად "მოივლით" ამა თუ იმ კონტინენტს, გაიცნობთ იქაურ ხალხს და შეიტყობთ მეტს მათი ღირსშესანიშნაობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ.
ისტორიის გასაფერადებელი გამოგზაურებთ წარსულში და გიამბობთ მნიშვნელოვან ისტორიული მოვლენებს; გაგაცნობთ არტეფაქტებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ისტორიაში თავიანთი კვალი დატოვეს.
ცხოველთა სამყაროს დახმარებით შეიტყობთ საინტერესო ამბებს უამრავი ცხოველის, მცენარის, მწერისა თუ თევზის შესახებ.
4. არდადეგების წიგნი (ასაკი 6+)
თუ სახლში "არდადეგების წიგნი" გაქვთ, მოწყენა და ერთფეროვნება ნამდვილად არ გემუქრებათ!
ამ წიგნში 200 სტიკერთან ერთად თავმოყრილია თავსატეხები, კროსვორდები, გემრიელი კერძების რეცეპტები, სახატავი დავალებები, ჯგუფური თამაშების უამრავი იდეა და სხვა ნაირ-ნაირი გასართობი, რომლებიც არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მთელ ოჯახს გაგახალისებთ.
5. ააწყვე გასაოცარი გლობუსი (ასაკი 7-13 წელი)
ყუთში დაგხვდებათ:
- ასაწყობი სამგანზომილებიანი გლობუსი;
- პატარა მკვლევრების სახელმძღვანელო.
ჩვენი მშვენიერი პლანეტის გაცნობაში თქვენს პატარებს ეს ნაკრები დაეხმარება. სამგანზომილებიან გლობუსზე, რომელიც თავად უნდა ააწყონ, ყველაფერი უფრო ხელშესახები და მარტივად აღსაქმელია, ხოლო მკვლევრის წიგნში თავმოყრილია ინფორმაცია საინტერესო ადგილების, ცოცხალი არსებებისა თუ ისტორიული პიროვნებების შესახებ.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები