NGO-ები: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია არღვევს საქართველოს კონსტიტუციას
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალციხეში პლატფორმა Defend Liberty-ს მიერ დაგეგმილი კონცერტის მერიის მხრიდან გაუქმებას ეხმაურებიან და მას უკანონობად აფასებენ.
"მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სახეზეა კონსტიტუციით აღიარებული შეკრების უფლების განხორციელების შეზღუდვის მცდელობა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ხელისუფლებისადმი წინასწარი შეტყობინების ვალდებულება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწესდეს,როცა შეკრება ან მანიფესტაცია იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას, ხოლო "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონი აკონკრეტებს კონსტიტუციურ დებულებას და გაფრთხილების ვალდებულებას მხოლოდ ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას შეკრების გამართვის შემთხვევაში ითვალისწინებს.
სხვა ადგილებში შეკრება-მანიფესტაციის გამართვას სახელმწიფოს მხრიდან არათუ თანხმობა არ სჭირდება, არამედ, მხარეს ხელისუფლების გაფრთხილების ვალდებულებაც კი არ გააჩნია" - წერია განცხადებაში.
არასამთავრობოების თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ კონცერტის გამართვა დაგეგმილია ქალაქის ხალხმრავალ ადგილას - პარკში, უსაფუძვლოა მერიის მტკიცება, რომ ღონისძიება პრობლემას შეუქმნის რომელიმე დაწესებულებას, მათ შორის თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას.
დღეს, 8 ივნისს, ახალციხეში, ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კონცერტის ჩატარებას გეგმავს. კონცერტი ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. მერიამ კამპანია დაიცავი თავისუფლებას წერილობით უარი უთხრა ხსენებული ღონისძიების ჩატარებაზე და მისი გამართვის შემთხვევაში, შეკრება წინასწარ უკანონოდ გამოაცხადა.
არასამთავრობოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას და ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები შეკრების უფლების სარგებლობისთვის და დაიცვან თითოეული დამსწრე პირის შეკრების კონსტიტუციური უფლება.
განცხადების ხელმომწერები არიან:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- მედიის განვითარების ფონდი - MDF
- თავისუფლების ინსტიტუტი - Liberty Institute
- ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო
- ლგბტ საქართველო - LGBT Georgia
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები