პანდემიის გახანგრძლივებას ქალების ჯანმრთელობაზე სავალალო გავლენა ექნება — UNFPA
გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გახანგრძლივება ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სავალალო გავლენას იქონიებს.
UNFPA ამბობს, რომ COVID-19 პანდემიის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა მილიონობით გაიზარდოს იმ ქალების რაოდენობა, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე და რომლებიც დადგებიან არასასურველი ორსულობის, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის და სხვა საზიანო პრაქტიკების რისკის ქვეშ.
გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქალების მდგომარეობაზე კორონავირუსის გავლენის მასშტაბი უზარმაზარია — გადაიტვირთა ჯანდაცვის სისტემა, დაიხურა სამედიცინო დაწესებულებები, ქალებსა და გოგოებს სამედიცინო მომსახურების მხოლოდ შეზღუდულ პაკეტზე მიუწვდებათ ხელი; ვირუსით დაინფიცირების შიშით, ისინი ხშირად ამჯობინებენ მნიშვნელოვანი გეგმიური სამედიცინო შემოწმებები გამოტოვონ.
UNFPA ვარაუდობს, რომ მომარაგების გლობალურ ჯაჭვში არსებული ხარვეზები კონტრაცეპტივების მნიშვნელოვან დეფიციტს გამოიწვევს, ასევე მოსალოდნელია გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდაც, რადგან ქალებს გახანგრძლივებული დროით უწევთ სახლში დარჩენა.
"ახალი მონაცემები ცხადყოფს იმ კატასტროფულ გავლენას, რომელიც შესაძლოა COVID-19-ის პანდემიამ იქონიოს ქალებსა და გოგოებზე მსოფლიოს გარშემო. პანდემია აღრმავებს უთანასწორობას, ამჟამად მილიონობით ქალი და გოგო დგას რისკის ქვეშ - დაკარგოს ოჯახის დაგეგმვისა და საკუთარი სხეულისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობა. ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ნებისმიერ ფასად უნდა უნდა იქნას დაცული. სერვისების მიწოდება უნდა გაგრძელდეს; მარაგები უნდა იქნას შეივსოს, ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, დაცვა და მხარდაჭერა უნდა მიიღონ", — ამბობს ნატალია კანემი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი.
გაეროს მოსახლეობის ფონდის ძირითადი პროგნოზი ასეთია:
- დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 114 ქვეყანაში მცხოვრებ 47 მილიონ ქალს არ ექნება წვდომა თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებზე, რაც 7 მილიონ არასასურველ ორსულობას გამოიწვევს იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრი იზოლაცია 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჯანდაცვის სისტემებში სერიოზული შეფერხებები იარსებებს. იზოლაციის პერიოდის ყოველი 3 თვით გახანგრძლივებისას მოსალოდნელია, რომ დამატებით 2 მილიონამდე ქალს არ ექნეს თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებზე ხელმისაწვდომობა;
- გენდერული ნიშნით ძალადობის 31 მილიონი დამატებითი შემთხვევა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრი იზოლაცია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. იზოლაციის პერიოდის ყოველი 3 თვით გახანგრძლივებისას, დამატებით მოსალოდნელია გენდერული ნიშნით ძალადობის 15 მილიონი შემთხვევის არსებობა;
- COVID-19–ის შედეგად, ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების თავიდან აცილების მიმართულებით მომუშავე პროგრამების შეფერხების გამო, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, შესაძლოა, ქალთა სასქესო ორგანოებს დასახიჩრების 2 მილიონი ახალი შემთხვევა მოხდეს, რომელთა თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა;
- COVID-19 შეაფერხებს ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრისაკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც 2020-30 წლებში გამოიწვევს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების 13 მილიონ დამატებით შემთხვევას, რასაც, სხვა ვითარებაში, თავიდან ავირიდებდით.
გაეროს მოსახლეობის ფონდი ამბობს, რომ აქტიურად მუშაობს მთავრობებთან და პარტნიორებთან, რათა რეპროდუქციული ასაკის ქალების და გოგოების საჭიროებები პრიორიტეტებს შორის დამკვიდრდეს.
"ჩვენთვის პირველი რიგის საზრუნავია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე ყურადღების გამახვილება, ჯანდაცვის მუშაკების დასაცავად საჭირო აუცილებელი აღჭურვილობის შეძენა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, და რისკის შესახებ კომუნიკაციისა და სათემო ჩართულობის ხელშეწყობა", — ამბობენ UNFPA-ში.
UNFPA გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოა. მისი მისიაა ყველა ორსულობა იყოს სასურველი, ყველა მშობიარობა — უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდის პოტენციალი — რეალიზებული. ისინი მუშაობენ განვითარებად ქვეყნებში და ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში, რათა ქალებს ჰქონდეთ ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, დასრულდეს დედათა სიკვდილიანობა და შეწყდეს გენდერული ნიშნით ძალადობა და საზიანო პრაქტიკები, როგორიცაა ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება და ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება.
კორონავირუსული პანდემიის მოსალოდნელი შედეგების შესახებ კვლევა ჩატარდა UNFPA-ს მიერ, Avenir Health-ის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) და ვიქტორიას უნივერსიტეტის (ავსტრალია) მონაწილეობით. პროგნოზები ეფუძნება UNFPA-ს მიერ ჩატარებულ ახალ კვლევას ორგანიზაციის გლობალური მიზნების 2030 წლისთვის მისაღწევად საჭირო საშუალებების შესახებ. თითოეული შეფასებითი მონაცემისათვის მკვლევარებმა დაადგინეს COVID-19-ის პირდაპირი გავლენა კონკრეტულ საკითხზე და ასევე გაითვალისწინეს პანდემიის გამო გლობალური პრევენციული პროგრამების შეწყვეტით გამოწვეული შედეგები.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები