ენტონი ფაუჩის ბრედ პიტის სკეტჩი მოეწონა და მას "დიდებული მსახიობი" უწოდა
25 აპრილს სატელევიზიო შოუ Saturday Night Live-ში ბრედ პიტი გამოჩნდა და კომედიურ სკეტჩში აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი განასახიერა. ამ ფაქტს თავად ფაუჩი გამოეხმაურა და პიტის შესრულება დადებითად შეაფასა.
"ბრედ პიტის დიდი ფანი ვარ და როცა ვინმე მეკითხება, თუ ვის ვისურვებდი, რომ ჩემი როლი შეესრულებინა, ყოველთვის ბრედ პიტს ვასახელებ. ის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მსახიობია. ვფიქრობ, მან ამ სკეტჩში თავი შესანიშნავად გაართვა ყველაფერს და ბოლოს, როცა პარიკი მოიხსნა და სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაგვიხადა, ისიც აჩვენა, რომ შესანიშნავი ადამიანია: ის არა მარტო ნამდვილად კარგი მსახიობი, არამედ კარგი ადამიანიცაა", — განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
რამდენიმე კვირის წინ ენტონი ფაუჩიმ მართლაც თქვა საჯაროდ, რომ სურდა მისი პიროვნება ბრედ პიტს განესახიერებინა, ცოტა ხანში კი სურვილი აუხდა კიდეც.
SNL-ში ოსკაროსანმა მსახიობმა, ბრედ პიტმა ენტონი ფაუჩის როლი მოირგო და მედიაში კორონავირუსის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციის გაბათილება მეცნიერული ცოდნით სცადა.
უფრო კონკრეტულად კი ის დონალდ ტრამპის განცხადებებს გამოეხმაურა: მაგალითად, გაიხსენა პრეზიდენტის მოსაზრება, რომ კორონავირუსის "ტესტები მშვენიერია" და ეს განცხადება ასე შეაფასა:
"ტესტები ნამდვილად მშვენიერია, თუ "მშვენიერების" იდეა ბამბის ჩხირის ცხვირიდან ტვინამდე შეღიტინებით გესმის".
ენტონი ფაუჩისთან ერთად პიტის ამ მონოლოგით კიდევ მრავალი მაყურებელი მოიხიბლა. მისი სკეტჩის სრულად ნახვა ამ ვიდეოში შეგიძლიათ:
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები