დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

თბილისი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არის იმედი, რომ საქართველო იაპონიაში შექმნილ მედიკამენტ კომოსტატს ერთ-ერთი პირველი მიიღებს. ამ თემაზე მან ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომოსტატის მისაღებად ახლა მთელი მსოფლიო რიგშია.

"ეს მედიკამენტი შეიქმნა იაპონიაში და თავისი მოქმედების მექანიზმით, ის არის ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი. ის ბლოკავს ვირუსის ცილას, ე.წ. სპაიკ პროტეინს, რომლის საშუალებითაც ვირუსი შედის უჯრედში. და თუ ამ მედიკამენტმა იმუშავა, თუ მან რეალურად ავადმყოფში შეასრულა ის საქმე, რომელსაც ასრულებს ექსპერიმენტში, და რომლის იმედიც აქვთ, მაშინ ეს მედიკამენტი შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური", — თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

camostat mesylate იაპონიაშია შექმნილი და მას ქვეყანა სხვადასხვა დაავადებებთან სამკურნალოდ წლებია იყენებს. კომოსტატი გამოიყენება ოპერაციის შემდეგ საყლაპავი მილის სამკურნალოდ, ასევე ქრონიკული მწვავე პანკრეტიტის თუ სხვა შემთხვევებისას.

ამჟამად იელის უნივერსიტეტი ატარებს კვლევას, რამდენად ეფექტური იქნება მედიკამენტის მოქმედება კორონავირუსისი წინააღმდეგ. კვლევის სავარაუდო დასრულების თარიღად 2021 წლის 31 მაისი სახელდება.

საქართველოში კორონავრიუსის შემთხვევების რაოდენობა 539-მდე გაიზარდა. COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა 178 ადამიანი, ხოლო 6 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 256 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 548.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: