მამები და შვილები — თავგადასავლები იზოლაციიდან: შეფ ლუკას მარტივი რეცეპტები
სტატია ქვეყნდება კამპანიის "კაცები ზრუნავენ" და On.ge-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში — "მამები და შვილები — თავგადასავლები იზოლაციიდან". შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია ბავშვებთან ერთად და ბავშვებისთვის მარტივად მოსამზადებელი კერძების რეცეპტებს გვიზიარებს.
მამებო - ახლა თქვენი დროა! იმისთვის, რომ შინ დარჩეთ და მთელი თავისუფალი დრო თქვენს შვილებთან მეგობრობასა და ახალ თავგადასავლების აღმოჩენაში გაატაროთ. მათთან ერთად უყუროთ ფილმებს, წაიკითხოთ წიგნები, იცეკვოთ, მოუსმინოთ მუსიკას და კიდევ ძალიან ბევრი რამის გაკეთებება მახსენდება.
მე დღეს სამზარეულოში გიწვევთ და ისეთ მარტივ რეცეპტებს გასწავლით, ცოტა დროც რომ სჭირდება მომზადებას და დარწმუნებული ვარ, თქვენს პატარებსაც ძალიან მოეწონებათ.
მაშ, დავიწყოთ!
ქათმის ნაგეთსი
ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე — 400 გრამი;
- მარილი — 3 გრამი;
- ფქვილი — 40 გრამი (დასაფქვილად);
- ზეთი მზესუმზირის — 200 მილილიტრი.
ინგრედიენტები ცომისთვის:
- კვერცხი 0 კატეგორიის — 1 ცალი;
- რძე — 200 მილილიტრი;
- მაწონი — 100 გრამი;
- ფქვილი (საცხობი ხარისხი) — 190 გრამი;
- სოდა — 2 გრამი;
- მარილი — 3 გრამი;
- შაქარი — 4 გრამი;
- საფანელი (პანკო) — 150 გრამი.
ინგრედიენტები სოუსისთვის:
- დაწურული მაწონი — 200 გრამი;
- მდოგვი — 10 გრამი;
- წვრილად გახეხილი ნიორი — 2 ცალი;
- შაქარი — 3 გრამი;
- ლიმნის წვენი — 3 მილილიტრი;
- წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი — სურვილისამებრ.
კერძის მომზადების მეთოდი:
კვერცხი ჩავტეხოთ ღრმა თასში, დავუმატოთ რძე, მარილი, შაქარი, მაწონი და სათქვეფით გავაერთგვაროვნოთ, შემდეგ დავუმატოთ ცოტ-ცოტა ფქვილი აქტიური შერევით. კორკოშელების გაჩენის შემთხვევაში ვურევთ გაერთგვაროვნებამდე, შემდეგ კი ვამატებთ სოდას, შეგვყავს მასაში მორევით, რის შემდეგაც თხევად ცომს ვასვენებთ 10 წუთი.
ქათმის ფილე დავჭრათ ნაგეთსის ზომაზე, დაახლოებით 1,5 სანტიმეტრი სისქის მედალიონებად. მოვაყაროთ მარილი, შემდეგ ამოვავლოთ ფქვილში ისე, რომ ზედაპირი სრულად დაიფაროს ფქვილით.
საშუალო-დაბალ ცეცხლზე ვაცხელებთ ტაფას, ვასხამთ ზეთს და ველოდებით ზეთის გაცხელებას.
ქათმის დაჭრილ ნაჭრებს ვავლებთ თხევად ცომში, შემდეგ ცალკე ჭურჭელში მოთავსებულ საფანელში, ისე, რომ ხორცი დაიფაროს.
საფანელში ამოვლებულ ნაჭრებს ვათავსებთ გაცხელებულ ზეთში. ზეთი არც იმდენად ცხელი უნდა იყოს, რომ საფანელი ეგრევე მოიბრაწოს და არც იმდენად თბილი, რომ შეწვის პროცესი არ იყოს აშკარა.
ნაგეთსი იწვება 4-5 წუთში, 2-3 წუთი თითო მხარეს.
საკაზმად შეურიეთ სოუსის ინგრედიენტები. მიირთვით ცხლად.
კიევური ალადები
ინგრედიენტები:
-
მაწონი — 500 გრამი;
-
შაქარი — 100 გრამი;
-
მარილი — 5-6 გრამი;
-
კვერცხი 0 კატეგორისს — 2 ცალი;
-
საცხობი სოდა — 4 გრამი;
-
ფქვილი — 320 გრამი;
-
ვანილინიანი შაქარი — 3 გრამი;
-
ფორთოხლის ცედრა — 2 გრამი;
-
ზეთი — 70-100 მილილიტრი.
კერძის მომზადების მეთოდი:
კვერცხს ჩავტეხავთ ღრმა თასში, ვუმატებთ მაწონს, შაქარს, მარილს, ფორთოხლის ცედრას, ვანილინიან შაქარს და სოდას. მასას ვაერთგვაროვნებთ მიქსერით ან სათქვეფით.
ერთგვაროვან მასაში საცერის დახმარებით ვამატებთ ფქვილს და აქტიურად ვურევთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი ცომი, რომელიც კონსისტენციით დაახლოებით სქელი არაჟანივითაა. საჭირების შემთხვევაში, დაამატეთ ფქვილი.
ცომს ვასვენებთ, შემდეგ კი ცხელ ზეთიან ტაფაში ვწვავთ, დაბალ ცეცხლზე. არ ვატრიალებთ იქამდე, სანამ უმ მხარეს არ გამოჩნდება პატარა ხვრელები. ვწვავთ თითო მხარეს დაახლოებით 4 წუთი.
ქათმის ვრეპი (2 დიდი ვრეპი)
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე — 300 გრამი
- ძირა — 2 გრამი
- ცხარე წიწაკის ფხვნილი — 1 გრამი
- მარილი -—3,5 გრამი
- პომიდორი — 90 გრამი
- კიტრი — 90 გრამი
- სალათის ფოთოლი — 90 გრამი
- ხახვი — 35 გრამი
- მაწონი — 120 გრამი
- მდოგვი — 12 გრამი
- შაქარი — 5 გრამი
- მარილი — 2 გრამი
- ლიმნის წვენი — 3 გრამი
- ლავაში — ორი ფირფიტა
კერძის მომზადების მეთოდი:
ქათმის ფილე დავჭრათ თხელ ნაჭრებად განედზე, თითო ფილედან 3 თხელი ნაჭერი რომ მივიღოთ. მოვაყაროთ კუმინი ან ძირა, დაფქვილი წიწაკა და მარილი.
კიტრი-პომიდორი, ხახვი და სალათის ფოთოლი დავჭრათ წვრილად.
მაწონი, მდოგვი, შაქარი, მარილი, ლიმნის წვენი ერთმანეთს შევურიოთ და მივიღებთ სოუსს.
ქათმის ფილე შევწვათ გაცხელებულ ტაფაზე, მინიმალური ზეთით, მაღალ ცეცხლზე, ისე რომ თითო მხარე 3 წუთზე მეტი არ იწვებოდეს (თუ ნაჭრები საკმარისად თხელია, ეს დრო იდეალურია იმისთვის, რომ ქათამი არ გამოშრეს).
მოათავსეთ ბოსტნეული და ხორცი ლავაშში, მოასხით სოუსი ალაგ-ალაგ, რომ არ დაიტვირთოს და გადაახვიეთ.
გრილდ-ჩიზი ქართულად (ანუ ხაჭაპური პირდაპირი მნიშვნელობით)
ინგრედიენტები:
- თეთრი პურის სქელი ნაჭერი — 4 ცალი;
- სულგუნი — 200 გრამი;
- დაწურული მაწონი — 100 გრამი;
- ხაჭო — 80 გრამი;
- მარილი — 2 გრამი;
- კარაქი — 80 გრამი (სურვილსამებრ მეტიც).
კერძის მომზადების მეთოდი:
დიდ ტაფაზე გავალღვოთ კარაქი ისე, რომ დაწვა არ დაიწყოს. ოთხივე ნახეჭერი პური ამოვავლოთ კარაქში და ერთი მხრიდან დავბრაწოთ.
პარალელურად მაწონი და ხაჭო ერთმანეთში ავურიოთ და დავამატოთ მარილი, სულგუნი კი ან დავხეხოთ ან თხელ გრძელ ნაჭრებად დავჭრათ.
პური ამოვატრიოლოთ ისე, რომ დაბრაწული მხარე გამოჩნდეს, პარალელურად ცეცხლს მინიმუმზე დავუწიოთ.
2 ტოსტის დაბრაწულ მხარეზე წავუსვათ ხაჭოს და მაწვნის ნაზავი, შემდეგ ზემოდან დავადოთ სულგუნი, დარჩენილი ორი ტოსტი კი დაბრაწული მხარით დავაფაროთ შესაბამის ნაჭრებს.
ტემპერატურას დავუწიოთ მინიმუმამდე, დავახუროთ ტაფას სახურავი, 5 წუთის მერე ტოსტი ამოვატრიალოთ, რომ ზედა მხარეც მიბრაწოს და ყველი გადნეს.
წარმატებულ კულინარიულ თავგადასავალს გისურვებთ!
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები