ლატარიის კომპანია მომხმარებლებს ახალ გადასაფხეკ თამაშს – 7-11-21-ს სთავაზობს
საქართველოს ეროვნული ლატარია საზოგადოებას აძლევს უნიკალურ შანსს, სახლში ყოფნით გამოწვეული სტრესი გართობით ჩაანაცვლოს, საკუთარ თავს მისცეს შანსი, მოიგოს 50 000 ლარი და ამავდროულად გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.
15 აპრილიდან კომპანია მომხმარებელს ახალ გადასაფხეკ ლატარიას 7-11-21-ს სთავაზობს, რომლის შეძენაც შესაძლებელია სასურსათო მარკეტების კარფური, მაგნიტისა და სპარის ქსელში, ავერსის აფთიაქებში, გალფის ბენზინგასამართი სადგურების მარკეტებში და, რა თქმა უნდა, საქართველოს ფოსტის იმ ჯიხურებში, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს გახსნილია და მუშაობს.
იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი აუცილებლობის გამო სახლიდან გასვლა დაგჭირდათ, ზემოჩამოთვლილი რეალიზაციის წერტილებიდან შეგიძლიათ, ხელს გააყოლოთ ახალი მომენტალური ლატარია 7-11-21 და მოიგოთ სხვადასხვა რაოდენობის თანხა, მაქსიმალური მოგებით — 50 000 ლარი.
კომპანიის გადაწყვეტილებით, ახალი მომენტალური ლატარიის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი იმ მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდება, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების გამო ფინანსური პრობლემები შეექმნათ.
საქართველოს ეროვნული ლატარიის მომენტალური გათამაშების (გადასაფხეკი ლატარია) ბილეთების დამზადებას საერთაშორისო კომპანია Scientific Games International Company უზრუნველყოფს, რაც იმის გარანტიაა, რომ ბილეთებს მაღალი დაცულობა ექნება. მომენტალური ლატარია 7-11-21 მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ის უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია.
ახალი მომენტალური ლატარიის თამაშის წესები საკმაოდ მიმზიდველია როგორც შინაარსობრივად, ისე ვიზუალურად. თამაშის წესები:
ბილეთის წინა მხარეს, გადასაფხეკი საფარის ქვეშ, განთავსებულია ექვსი სათამაშო ველი, სახელწოდებით თამაში 1, თამაში 2, თამაში 3, თამაში 4, თამაში 5 და თამაში 6; თითოეულ თამაშში სამი სათამაშო სიმბოლოა. ბილეთი მოგებულია, თუ ნებისმიერ სათამაშო ველში აღმოჩნდება სიმბოლო 7, ან 11, ან 21 ან ვარსკვლავის სიმბოლო. აღნიშნული სიმბოლოს აღმოჩენის შემთხვევაში, მოთამაშე იგებს ამ თამაშში მითითებულ თანხას. ვარსკვლავის სიმბოლოს აღმოჩენის შემთხვევაში, სათამაშო ველში მითითებული მოგებული თანხა ორმაგდება.
თამაშები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და ყველა მოგებული თანხა ჯამდება. ასე რომ, ითამაშეთ ახალი მომენტალური ლატარია მოგების გაოთხმაგებული შანსით და დაძლიეთ სახლში ყოფნით გამოწვეული სტრესი. გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას. საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ ჯანმრთელობას!
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომენტარები